ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი შვე­დეთ­ში ინ­სულ­ტის და­სა­მარ­ცხებ­ლად იბ­რძვის

ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი შვე­დეთ­ში ინ­სულ­ტის და­სა­მარ­ცხებ­ლად იბ­რძვის

შვე­დეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მე­ც­ნი­ე­რი, ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ირაკ­ლი დარ­სა­ლია თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- შვე­დეთ­ში 2001 წელს ჩა­მო­ვე­დი სა­დოქ­ტო­რო ხა­რის­ხის სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის გა­სა­კე­თებ­ლად. ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვი­ცა­ვი სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი­ის დარ­გში. ამ­ჟა­მად სტოკ­ჰოლ­მის სამ­ხრეთ ჰოს­პი­ტალ­ში ვმუ­შა­ობ კა­რო­ლინ­სკა ინ­სტი­ტუტ­თან არ­სე­ბულ კვლე­ვით ცენ­ტრში. ჩვე­ნი ჯგუ­ფი ინ­სულ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზე მუ­შა­ობს და ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა ინ­სულ­ტის დროს თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის ან ინ­სულ­ტის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის. კვლე­ვის ნა­წი­ლი ასე­ვე ეთ­მო­ბა ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის თე­რა­პი­ის გან­ვი­თა­რე­ბას, ნე­ი­რო­გე­ნე­ზის (ა­ხა­ლი ნერ­ვუ­ლი უჯ­რე­დე­ბის წარ­მოქ­მნა) შეს­წავ­ლა­სა და მი­სით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას. ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გია საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შვე­დეთ­ში და თით­ქმის ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა ახა­ლი მე­თო­დე­ბის და­ნერ­გვა, რაც თა­ვის მხრივ ძა­ლი­ან უწყ­ობს ხელს პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მათ სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას, რაც თა­ვის მხრივ, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი­სათ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

- ევ­რო­პა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში, რთუ­ლია თვით­დამ­კვიდ­რე­ბა...

- თვით­დამ­კვიდ­რე­ბის სირ­თუ­ლე ზო­გა­დად მეც­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა­ა. თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა ძალ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ლი დარ­გი­ა. მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ამ­დე­ნი მეც­ნი­ე­რი, რამ­დე­ნიც ახ­ლა­ა. ამ მხრივ შვე­დე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არის. რე­ა­ლო­ბა საკ­მა­ოდ შორ­საა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნის­გან, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან აღ­მო­ჩე­ნებს გე­ნი­ო­სე­ბი აკე­თე­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო და ბი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი ფორ­მუ­ლა და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა­ა. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მეც­ნი­ე­რო სამ­ყა­რო­ში ისე­თი მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ციაა დაგ­რო­ვი­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა პი­როვ­ნე­ბამ გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს და ღი­რე­ბულ აღ­მო­ჩე­ნამ­დე მი­ვი­დეს. ამი­ტომ დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუ­ფი­სა­გან შექ­მნი­ლი დრო­ე­ბი­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა შვე­დურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ის საკ­მა­ოდ გახ­სნი­ლია და თუ საკ­მა­რი­სი მო­ტი­ვა­ცი­ა, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის სურ­ვი­ლი გაქვს, მა­შინ უცხ­ო­ე­ლი­სათ­ვის აქ თვით­დამ­კვიდ­რე­ბა არ წარ­მო­ად­გენს იმა­ზე უფ­რო დიდ სირ­თუ­ლეს, ვიდ­რე თუნ­დაც შვე­დე­თის მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის.

- შვე­დე­თი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის დო­ნით ერ­თ-ერ­თი მო­წი­ნა­ვეა მსოფ­ლი­ო­ში. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში რა­დი­კა­ლუ­რი რე­ფორ­მა იგეგ­მე­ბა. თქვე­ნი აზ­რით, კონ­კრე­ტუ­ლად, შვე­დე­თის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სის­ტე­მის რა გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და სა­სარ­გებ­ლო ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის? რა უნ­და გა­კეთ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­დან "ტვი­ნე­ბის გა­დი­ნე­ბის" შე­სა­ჩე­რებ­ლად?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის რე­ფორ­მის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბად მაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ა, ამი­ტომ კო­მენ­ტა­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. რაც შე­ე­ხე­ბა შვე­დე­თი­სა და ზო­გა­დად და­სავ­ლუ­რი სის­ტე­მის მა­გა­ლითს, აქ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და მეც­ნი­ე­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი­ა, უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტებს მა­ღა­ლი ავ­ტო­ნო­მია აქვთ. შვე­დეთ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტებს 80 პრო­ცენ­ტით სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მხა­რეს ეხე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბას, ის ნაკ­ლე­ბად ფი­ნან­სდე­ბა პირ­და­პი­რი გზით, თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო მეც­ნი­ე­რე­ბას არ აფი­ნან­სებს. სა­ხელ­მწი­ფო საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ გრან­ტებს გა­მო­ყოფს მეც­ნი­ე­რე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, მაგ­რამ მი­სი მი­ზა­ნი­ა, მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი და­ფი­ნან­სდეს. მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რი, რო­გორც ასე­თი, მეც­ნი­ე­რი­სათ­ვის არ არ­სე­ბობს. რა თქმა უნ­და, თუ ის ჩარ­თუ­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მუ­შა­ო­ბა­ში, მი­სი ხელ­ფა­სის გარ­კვე­ულ ნა­წილს ფა­რავს უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ეს ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა მუდ­მივ სამ­სა­ხუ­რა­დაც იქ­ცეს, მაგ­რამ ამ დრო­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ხარ­ჯებს ფა­რავს. სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა კი მეც­ნი­ერ­მა თვი­თონ უნ­და მო­ი­პო­ვოს გრან­ტის სა­ხით უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სა­ხელ­მწი­ფო ან კერ­ძო ფონ­დი­დან­. ა­სეთ მიდ­გო­მას, რა თქმა უნ­და, აქვს და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. ერ­თი მხრივ, მუდ­მი­ვი ბრძო­ლა გრან­ტე­ბი­სათ­ვის ნაკ­ლებ დროს უტო­ვებს მეც­ნი­ერს უშუ­ა­ლოდ სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის­, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ცია ხელს უწყ­ობს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ფაქ­ტი­ა, რომ ეს მიდ­გო­მა ამარ­თლებს, რად­გან მეც­ნი­ე­რე­ბა საკ­მა­ოდ სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბა.

- გა­მო­ით­ქმე­ბა მო­საზ­რე­ბა, რომ ფუნ­და­მენ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის, მათ შო­რის, ბი­ო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი ღა­რი­ბი ქვეყ­ნის­თვის ზედ­მე­ტი ფუ­ფუ­ნე­ბა­ა. რო­გო­რია თქვე­ნი აზ­რი ამ სა­კითხ­ზე?

- ძნე­ლია ამის აღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ა. მეც­ნი­ე­რე­ბა საკ­მა­ოდ "ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა" და ღა­რი­ბი და არამ­დგრა­დი ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა ძალ­ზე რთუ­ლი­ა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ქარ­თველ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა კონ­კუ­რენ­ცია უნ­და გა­უ­წი­ონ მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ანი ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის დიდ სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრებს. ამი­ტომ არ არ­სე­ბობს ლო­კა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბა ან მეც­ნი­ე­რე­ბის "მოყ­ვა­რულ­თა ლი­გა", უნ­დათ თუ არა, ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებს "მსოფ­ლიო თას­ზე" მო­უ­წევთ "თა­მა­ში", სა­დაც თა­ვის გა­მო­ჩე­ნა სა­თა­ნა­დო და­ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. ჩე­მი აზ­რით, შეზღ­უ­დუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ბი­უ­ჯე­ტის პი­რო­ბებ­ში ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის, მაგ­რამ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კვლე­ვე­ბის და გა­მორ­ჩე­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სო­ლი­დუ­რი თან­ხით და­ფი­ნან­სე­ბა­ა. რა თქმა უნ­და, ამ­გვა­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ბევ­რი კარ­გი მეც­ნი­ე­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, კვლე­ვას თა­ვი და­ა­ნე­ბოს, მაგ­რამ დღეს სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია