ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული აკაკი ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გვიან ღამით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიაში ფარულად შეაღწია და შესაწირის ყუთიდან ფული მოიპარა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აკაკი ფ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს ქურდობის ფაქტზე სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ