გიორგი შერმადინმა და ანი ამაშუკელმა მეორე "თაფლობის თვე" მოიწყვეს

გიორგი შერმადინმა და ანი ამაშუკელმა მეორე "თაფლობის თვე" მოიწყვეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, პოპულარულმა სპორტსმენმა გიორგი შერმადინმა და ანი ამაშუკელმა რამდენიმე წელიწადია, რაც იქორწინეს. ჰყავთ ორი პატარა, ორი წლის ნუცა და 8 თვის ნიკოლოზი. პატარებთან ერთად დედა ამჟამად ნატახტარში, გიორგის მშობლებთან ერთად ისვენებს, გიორგი კი ნაკრებთან ერთად ავსტრიაშია ერთთვიან შეკრებაზე. მანამდე წყვილმა ერთკვირიანი დასვენება მოიწყო და ისე მოხდა, რომ მეორე თაფლობის თვეც გამოუვიდათ. რომანტიკული ვახშამი, როგორც ანიმ გვითხრა, იაპონურ რესტორანში გაატარეს. ასევე მოიწყვეს მხიარული ფოტოსესიაც ზღვასთან, შესაბამისი ფოტოები ანიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოფინა.

- ამჟამად ნატახტარში ვარ ბავშვებთან ერთად. ცოტა ხნით მე და გიორგი თურქეთში, კერძოდ ბელეკში გახლდით. ჯერ გიორგის საქმეები ჰქონდა სხვაგან, შემდეგ კი თურქეთში გავემგზავრეთ. ბავშვები არ წაგვიყვანია, მხოლოდ მე და გიორგი ვიყავით. ე.წ. "თაფლობის თვე" გვქონდა. ბავშვებთან ერთად ეს არ გამოვიდოდა, ამიტომაც პატარები თბილისში დავტოვეთ.

მე საერთოდ სხვა ქვეყანაში მინდოდა წასვლა, კონკრეტულად კი, საფრანგეთში, პარიზი-ნიცაში და დაჯავშნილიც კი მქონდა ბილეთები, მაგრამ როგორც კი გიორგიმ გაიგო, რომ ბევრი გადაჯდომა უნდა გვქონოდა, კატეგორიული უარი მითხრა. ძალიან გადაღლილი ვარ და ფრენისა და გადაჯდომის თავი არ მაქვს, მირჩევნია, პირდაპირ ჩავფრინდე და კარგად დავისვენოო. ახლობელმა ტურისტულმა სააგენტომ შემოგვთავაზა ბელეკში გაფრენა და სიამოვნებით დავთანხმდით.

- კომფორტული პირობები გქონდათ?

- ძალიან დიდი კომფორტი იყო. პარიზსა და ნიცაში, რასაკვირველია, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაა მნიშვნელოვანი და სულ სხვა რამ არის იქ გამგზავრება, მაგრამ არ ვიცი, ასე კარგად სხვაგან როგორ უნდა დაგვესვენა, როგორც ეს ბელეკში შევძელით. მომსახურება ძალიან მაღალ დონეზეა. მე და გიორგიმ იქ ერთი კვირა გავატარეთ.

- ბავშვებმა როგორ გაძლეს უთქვენოდ?

- უფროსი ორი წლისაა, პატარა - 8 თვის. ანი-ანი და მამა-მამას კი გაიძახოდა უფროსი, ნუცა, მაგრამ ოჯახის წევრებთან სრულ იდილიასა და სიყვარულის გარემოცვაში იყვნენ, დედაჩემის, გიორგის დედ-მამისა და ასევე ძიძის მეთვალყურეობის ქვეშ. ერთი კვირის განმავლობაში ტელეფონით ხშირად ვეკონტაქტებოდით და სულ ვკითხულობდით, რას შვრებოდნენ, რომელმა რა ჭამა, როგორ ეძინათ და ა.შ. ძალიან გამიჭირდა მათ გარეშე ყოფნა. ამდენი ხნით ბავშვები პირველად დავტოვე. ძალიან განვიცდიდი. რთული იყო, როცა ვიღვიძებდი და მათი წრიპინი არ მესმოდა. აი, მაგალითად, პატარა ისეთი ყაჩაღი და ბანდიტია, რომ ორი წუთით არ ისვენებს (იღიმის). სულ უნდა, რომ მთელი ყურადღება მას ჰქონდეს, არ უნდა დაწოლა, დაჯდომა და ხელში აყვანას ითხოვს.

- ვიცი, რომ ნატახტარში ყოველ ზაფხულს ჩადიხარ.

- გიორგის მშობლები აქ ცხოვრობენ. ზაფხულში საქართველოში რომ ჩამოვდივართ ხოლმე, აქეთ მოვეშურებით. ძალიან კარგი პირობებია, გარდა ამისა, ამინდიც ყოველთვის გვიწყობს ხელს, ორი-სამი გრადუსით ნაკლებია, ვიდრე თბილისში.

- გიორგი შეკრებაზე როგორ გააცილეთ?

- სლოვენიაში გაემგზავრა. გააზრებულად გავაცილეთ, ვიცით, რომ აუცილებელია. ეს შეკრება ნაკრებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. პატარებმა ვერ გააცილეს, რადგან გამთენიისას გაფრინდა და ეძინათ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია