მარგველაშვილი - იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ

მარგველაშვილი - იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ

იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დღეს შინდისში განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის შექმნას შეეხებოდა, მაგველაშვილმა უპასუხა, რომ იმის ცოდნა, თუ სად რა შეცდომა იყო დაშვებული, აუცილებელია.

"ჩემი პოზიციით, იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ეფექტურები, ჩვენს თავდაცვაში, სახელმწიფოებრივი სიძლიერის დაცვაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად რა შეცდომა იქნა დაშვებული. ამას ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ ყოველგვარი საკუთარ თავთან სიმართლის დამალვის გარეშე. ჩვენ გვქონდა საერთო ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი ტრაგედია, დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ყოფას რუსეთმა, მაგარამ იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე საკუთარი შეცდომების შესახებ. ამ შეცდომების დამალვა არის ქვიშაში თავის ჩაყოფა და ამას ახალი ხელისუფლება არც აკეთებდა და არც გააკეთებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი სოფელ ქვეშში გუშინ მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, როდესაც ქართულ საპატრულო ეკიპაჟს ცხინვალის მხრიდან ესროლეს.

"ჩვენ არაერთი მიმდინარე გამაღიზიანებელი პრობლემა გვაქვს, აქედან ექვს კილომეტრში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით არის სადემარკაციო ხაზი, ჩვენ ეს პრობლემები გვაქვს, მაგრამ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ამ პროვოკაციებს, ამ სირთულეებს გადავლახავთ უფრო მაღალი მიზნისთვის ქვეყნის ერთიანობისთვის", – განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა