თენგიზ ჯგუშიას სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შუფარდა

თენგიზ ჯგუშიას სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შუფარდა

ყოფილ პარლამენტარსა და ორგანიზაცია "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელს, თენგიზ ჯგუშიას სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შუფარდა. თენგიზ ჯგუშია გირაოს გადახდამდე პატიმრობაში რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სასამრთლო პროცესი დაახლოლებით ორ საათს გაგრძელდა. პროკურატურამ 5 000 ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა სასამართლომ 2000 ლარის გადაწყვეტილება მიიღო.

თენგიზ ჯგუშიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. მას ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და 239-ე მუხლით წარედგინა. 236-ე მუხლის მესამე ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდვას, დამზადებას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს, რაც 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 239-ე მუხლის მესამე ნაწილი ხელუგნობას (3-დან 7-წლამდე).

ჯგუშიას ადვოკატის, ჯეტა ჯგუშიას შეფასებით, ბრალდება უსაფუძვლოა.

თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ქვარაიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქვარაია და ჯგუშია სუფრაზე ერთად სოფელ რიყეში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით კი, მათ ნასვამ მდგომარეობაში ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ჯგუშიას მხრიდან გასროლა მოჰყვა. მერაბ ქვარაიას დაზიანებები არ მიუღია. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან იარაღის მასრებიც ამოიღეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ