აშშ-ის საელჩო რიჩარდ ნორლანდის სახის გამომეტყველებაზე განმარტებას აკეთებს

აშშ-ის საელჩო რიჩარდ ნორლანდის სახის გამომეტყველებაზე განმარტებას აკეთებს

აშშ-ის საელჩო ბათუმში "ბალკლის" ხომალდზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლისას აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის სახის გამომეტყველებაზე განმარტებას აკეთებს. "სამწუხაროა, რომ ზოგიერთებმა გადაწყვიტეს არასწორი ინტერპრეტაცია გაეკეთებინათ ელჩ ნორლანდის სახის გამომეტყველებაზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლისას "ბალკლის" ხომალდზე. ელჩი იღიმებოდა იმის გამო, რომ მისმა ძალისხმევამ აღედგინა პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები ამ წარმომადგენლობით ღონისძიებაზე მიზანს ვერ მიაღწია", - აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

მათივე შეფასებით, მიუხედავად ამისა, აშშ-ის საელჩო და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიჩნევენ, რომ ხომალდის ვიზიტი აშკარად წარმატებული იყო და ადასტურებს იმას, რომ აშშ-ის ერთგულება ორმხრივ ურთიერთობებში, საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოებისა და შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის კონტექსტში შეუდრეკელია.

ბათუმში "ბალკლის" ხომალდზე ღონისძიება გუშინ გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: ივანიშვილის და ნორლანდის რეაქციები სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა