"პროკურორები რა, წითელი კვერცხები არიან?!"

"პროკურორები რა, წითელი კვერცხები არიან?!"

რედაქციაში ბიზნესმენი დავით ნადირაშვილი გვესტუმრა და ის დოკუმენტები გაგვაცნო, რომლითაც, მისი განცხადებით, ყოფილი იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. "ეს მასალები პროკურატურას ხელისგულზე დავუდე, მან კი რეაგირება არ მოახდინა!" - ამბობს ბიზნესმენი:

- შპს "არგო იმპექსი", რომლის ხელმძღვანელიც ვარ, ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც სიგნალიზაციების შემოტანითა და კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვით იყო დაკავებული. 2004 წლიდან ხელისუფლებამ ჩემი შევიწროება დაიწყო. მე არ შემქონდა ფული "ნაცმოძრაობის" ყულაბაში ან გაურკვეველ ფონდებში. ამიტომ ფინანსურმა პოლიციამ საქმე შემითითხნა, თითქოს მატერიალური გამორჩენის მიზნით წარვადგინე 19 ცალი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც ერთ-ერთი ფირმისგან კომპიუტერული ტექნიკის, პოლიგრაფიული მასალისა და საკანცელარიო საქონლის ფიქციურ შეძენას ადასტურებდა. ცხადია, ეს ასე არ იყო, მაგრამ განა მაშინ ბიზნესმენს საკუთარი სიმართლე გასდიოდა?

იმ ფირმის ხელმძღვანელს ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს და საქმეც შეიკერა. ამას ჩემი დაკავება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N5 დაწესებულებაში 5-ოდე თვით გამოკეტვა მოჰყვა, სადაც მაიძულებდნენ ჩაუდენელი დანაშაული მეღიარებინა. ვერ გავუძელი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ჯანმრთელობაც შემერყა, იძულებული გავხდი, ჩაუდენელი დანაშაული მეღიარებინა. ამის შემდეგ უკანონოდ დაკისრებული 850.000 ლარი მთავარი პროკურატურის ანგარიშზე გადავრიცხე. შევაწუხე მეგობრები, ნაცნობები, გავყიდე უძრავი ქონება და ასე შევაგროვე ფული. სანაცვლოდ შევინარჩუნე სიცოცხლე და მოვიპოვე თავისუფლება. მეგონა, ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, თუმცა "სიურპრიზი" წინ მელოდა. ეს ყველაფერი 2006 წელს მოხდა... გავიდა ხანი, შეიცვალა ხელისუფლება, "ქართული ოცნების" გამარჯვებას დიდი იმედით შევხვდი. მაგრამ იმედი გამიცრუვდა. ახლა პირველად "კვირის პალიტრას" გიყვებით, თუ რა ხათაბალა დამატყდა თავს! 2013 წლის მაისში შემოსავლების სამსახურიდან წერილობით მაცნობეს, თქვენს სახელზე ირიცხება დავალიანება - 850.000 ლარი, რომლის გადაუხდელობის გამო დაგეკისრათ სანქციები და საურავები, ჯამში 3.211.000 ლარი უნდა გადაიხადოთო. ელდა მეცა! აქეთ ვეცი, იქით ვეცი, პირველად შემოსავლების სამსახურს მივმართე, წარვადგინე ქვითრები, რომელიც ადასტურებდა, რომ 850.000 ლარი მთავარი პროკურატურის ანგარიშზე ჯერ კიდევ 2006 წელს მქონდა გადარიცხული. შემოსავლების სამსახურში მითხრეს, ბიუჯეტში არ არის ასახული, ჩვენთან ჩანს, რომ ვალი გაქვთო. აშკარა გახდა, რომ გადარიცხული ფული ძველმა ჩინოვნიკებმა მიითვისეს. ეს კი ადეიშვილის თანხმობის გარეშე არ მოხდებოდა. მივმართე მთავარ პროკურატურას და მოვითხოვე ამ საქმის ხელახალი გამოძიება. წერილს თან დავურთე 45-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებდა, მათ შორის იყო გადახდილი თანხის ქვითრებიც.

ახლახან პროკურორმა მერაბ ჯერანაშვილმა მომწერა, განაჩენის გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ ახალგამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიმართეო. მთავარ პროკურატურას ზურაბ ადეიშვილის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები ხელისგულზე დავუდე, მან კი რეაგირება არ მოახდინა, პირიქით, კუბლაშვილის სასამართლოში გამგზავნა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ