რამდენად უსაფრთხოა საკრედიტო ბარათით სარგებლობა online shopping-ის დროს

რამდენად უსაფრთხოა საკრედიტო ბარათით სარგებლობა online shopping-ის დროს

გასულ კვირას, ჩემს online shopping-ისადმი დამოკიდებულებაზე გიამბეთ. ხომ გახსოვთ, რა ემოციურ ქარ-ცეცხლში გავიარე, სანამ ჩემმა დაქალმა ვებგვერდი shopper.ge მიმასწავლა, რომელიც სახელმძღვანელოსავით წინ დავიდე და ასე შევიპარე ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში, თავდაპირველად მხოლოდ ერთი წყვილი ფეხსაცმლის შესაძენად. თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო - რეგისტრაციაც წარმატებით გავიარე, სარეგისტრაციო მისამართში "International Billing Address" მივუთითე და ქვეყნის გრაფაში "Georgia" ჩავწერე, ნივთის ფერიც ავირჩიე, ზომაც (სხვათა შორის, ჩემს ამოჩემებულ shopper.ge-ზე ზომების ცხრილია, რაც, ოჰ, როგორ ამარტივებს ონლაინ შოპინგის პროცესს!). სასურველი ნივთი "Add to bag"-ის საშუალებით კალათაში მოვათავსე, "Checkout"-ს დავაჭირე.... და პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანამდეც მივედი.

გასაგებია, რომ ინტერნეტ მაღაზიაში ჩემს ქეშს არავინ მიიღებდა და ისიც ცხადია, რომ როცა გადავწყვიტე ინტერნეტით რაღაცის გამოწერა, ასეთი ბარათი, რომელზეც გარკვეული თანხა მეგულებოდა, გამაჩნდა. მაგრამ... ბაზარზე, სადაც ამდენი სახეობის ბარათია წარმოდგენილი, დამეთანხმეთ, რომ რთულია აარჩიო ის ერთი, რომელიც ბოლომდე "შენს მხარეზე" იქნება, არადა გადახდის მეთოდებს შორის ყველაზე უსაფრთხო სწორედ პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება ყოფილა, რადგან ამ დროს ხდება ოპერაციების ლოგირება ბანკებსა და მაღაზიების შესაბამის პროგრამებში, რაც სხვადასხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში თანხის დაბრუნების გარანტიას იძლევა... მე უკვე მზად ვიყავი კომპიუტერი გამომერთო, როცა ისევ shopper.ge-ზე შევიხედე და გავიგე, რომ American Express Rewards Card-ი სწორედ ჩემნაირებისთვის არის შექმნილი. ახლავე მოგახსენებთ თუ რატომ:

ეს არის სადებეტო ბარათი, ანუ ამ ბარათზე თანხას თვითონ ათავსებ. ონლაინ შოპინგისას განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ, ვთქვათ, შიში გაქვთ იმის, რომ სადღაც შეიძლება დაგრჩეთ ბარათის მონაცემები და იქიდან თანხა მოიხსნას. ამ ბარათზე შეგიძლიათ დადოთ ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც გჭირდებათ კონკრეტული ნივთის შესაძენად. ამის გარდა - ამ ბარათით შოპინგისას ბარათის მფლობელები ავტომატურად იღებენ 1 ქულას ბარათიდან გახარჯულ თითო ლარზე. აი ასე, მარტივად- თქვენ ჩვეულებრივ იხდით ბარათით და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გერიცხებათ ქულები. ქულების გადაცვლა შეგიძლიათ უამრავ სხვადასხვა ძალიან ღირებულ საჩუქარზე. და ეს ყველაფერი არ არის. American Express Rewards Card-ის მფლობელები ასევე ჩართული არიან ბონუს პროგრამა Selects-ში და სარგებლობენ ექსკლუზიური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უამრავ სავაჭრო ობიექტში. და რაც ყველაზე მთავარია - ბარათის მფლობელი დაცულია ბარათის არაავტორიზებული გამოყენებისგან, როგორც ინტერნეტით ყიდვისას, ისე მაღაზიებში.

შვებით ამოვისუნთქე! ბარათის საკითხი მოგვარებულია და სანამ ჩემთვის სასურველი ნივთი შორეული ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩემი სახლისკენ დაიძვრება, რჩება ბოლო საკითხი - უსაფრთხოება. დამშვიდდით! ონლაინ შოპინგით მილიონობით ადამიანი სარგებლობს და კარგა ხანია, შოპინგის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გზაა. დამატებით, კარგი იქნება, თუკი რამდენიმე მარტივ რჩევას გაითვალისწინებთ და აუცილებლად იქნებით დაზღვეული ნებისმიერი შესაძლო უსიამოვნებისგან გამოწერის ბოლო ეტაპზე. ბარათის მონაცემების შეყვანისას მნიშვნელოვანია ვებ-მაღაზიის მისამართის ხაზში (ზემოთ) აღნიშნული იყოს https:// სადაც "s" (secure) უსაფრთხოებას ნიშნავს. ასევე ვებ-გვერდის ქვემოთ, მარჯვენა მხარეს სასურველია, იყოს დაკეტილი ბოქლომის გამოსახულება.

საიტს, საიდანაც იძენთ პროდუქციას, აუცილებლად უნდა ჰქონდეს მომხმარებლების კარგი გამოხმაურებები სხვადასხვა საიტზე. საერთოდ, ონლაინ შოპინგის შემთხვევაში, სხვების გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გამოწერის დასრულებისას, ბარათის მონაცემების შესაყვან გვერდზე ხშირად მონიშნულია პუნქტი "დაიმახსოვრე ჩემი ბარათი მომავალი შესყიდვებისათვის" (remember my card). საიტები ამას დამატებითი კომფორტისთვის გთავაზობენ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ვებგვერდით იშოპინგებთ, არ დაგჭირდეთ თავიდან ყველა მონაცემის შეყვანა. უსაფრთხოებისთვის, დამახასოვრებისას ბარათის ნომრები კოდირებულია, მაგრამ იმისთვის, რომ ბოლომდე მშვიდად იყოთ, მაინც არ არის სასურველი ამ მონაცემების შენახვა.

და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არასოდეს და არანაირი შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხათრით არ გასცეთ სხვა პირზე თქვენი ბარათის მონაცემები და არ გააგზავნოთ ის მეილით.

რა უპირატესობა აქვს ონლაინ შოპინგს

როგორ "ვიშოპინგოთ" Online - მარტივად და უსაფრთხოდ