რა უპირატესობა აქვს ონლაინ შოპინგს

რა უპირატესობა აქვს ონლაინ შოპინგს

მათ, ვინც პირველად ეცნობა ჩვენს რუბრიკას, შევახსენებ, რომ ეს ონლაინ შოპინგის ტერიტორიაა, უფრო მარტივად რომ გითხრათ, ვეხმარებით მათ, ვისაც ინტერნეტით რამე ნივთის გამოწერა უმაღლეს მათემატიკად მიაჩნია და ონლაინ მაღაზიის მონახულებას, მთელი დღე ქუჩაში ხეტიალი, გასახდელთან საათობით რიგებში ხუთვა და სახლში დაქანცული დაბრუნება ურჩევნია.

არა ჩემო კარგებო! საკმარისია პლასტიკური ბარათი მოიმარჯვოთ, რომ წამში თქვენს წინაშე მილიონობით მაღაზია იხსენება, სადაც არც რიგია, არც უჟმური კონსულტანტი და ზოგჯერ ისეთი ხელმისაწვდომი ფასები, არც დაიჯერებთ... მართლა - მერე რომ არ დამავიწყდეს - ონლაინშოპინგისთვის ყველაზე ოპტიმალური American Express Rewards Card-ია. ეს ჩემი ექსკლუზიური რჩევაა.

უცანაურია, როცა "ონლაინ შოპოჰოლიზმი" მეტაკა, აღმოჩნდა რომ ჩემს ირგვლივ ბევრი ჩემნაირია: ჩემი ახლო მეგობარი ირინა ჭარბწონიანია. მახსოვს როგორ განიცდიდა, როცა მისი ზომის თეთრეულს ვერსად პოულობდა, ხოლო თუ პოულობდა, ხან ფორმა არ მოწონდა, ხან ხარისხი და ხან საერთოდ ფასი...

- რაც ონლაინ შოპინგი "დავამუღამე", შვებით ამოვისუნთქე, - მიხსნის ირინა, - მილიონი მაღაზიაა, სადაც შეგიძლია სასურველი ფორმის, ფერის, ხარისხის თეთრეული იპოვნო! მით უმეტეს shopper.ge-ზე ზომების ცხრილი ძალიან მეხმარება: ჩემს ზომას ოკეანეს მიღმა "Queen" ეწოდება, რაც აღარ მაბნევს და ზუსტად ვიცი, რომ ორ კვირაში 153 X 203 ზომის თეთრეული ჩამომივა!

აღფრთოვანებას ვერ მალავდა ვერც ჩვენი მეგობარი ანდრო, რომელმაც ერთ-ერთ პოპულარულ ინტერნეტ მაღაზიაში ძალიან ცნობილი ბრენდის ფოტოკამერა 70%-იან სეილზე აღმოაჩინა: - ინტერტენ შოპინგის საიტის პოპულარობას, ბუნებრივია, შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! განაპირობებს. shopper.ge-ზე შეგიძლია სხვადასხვა სახის პოპულარულ ონლაინ მაღაზიებს გადახედო, რომელიც მომხმარებელს მარტივი და უსაფრთხო შეთავაზებებით ანებივრებს. ასე ვიყიდე ჩემთვის სასურველი აუდიო სისტემა 200 დოლარის ნაცვლად, მხოლოდ 49-ად !

პოპულარული ინტერნეტმაღაზიების სია თურმე ასევე ძალიან მოწონს ჩვენს მეგობარ რუსკას: shopper.ge-ზე ყველა სახის მაღაზია კატეგორიებად არის დაყოფილი, - მიხსნის ის, - მაგალითად, აქ შეგიძლია კოსმეტიკის მაღაზიებით ისიამოვნო, შეგიძლია უბრალოდ ნახო, რამდენი პოპულარული ფეხსაცმლის მაღაზია არსებობს, საბავშვო მაღაზიებში შეიხედო და რა თქმა უნდა, ბრენდ მაღაზიებით ისიამოვნო. სხვათაშორის, სწორედ shopper.ge-ზე აღმოვაჩინე, რომ hugo boss-ს ოფიციალური ინტერნეტ მაღაზია ქონია! ჩემს მეუღლეს მისი უსაყვარლესი პერანგი სწორედ მანდ, 60%-იან სეილზე შევუძინე!

ეს ყველაფერი არ არის! ჩემმა ახლო მეგობარმა სალომემ, როცა სამი თვე საქორწინო სალონებში იხეტიალა და ხან რა კაბა მოირგო, ხან რა, და მაინც უკმაყოფილო დარჩა, მის სტილზე ზრუნვა shopper.ge-ზე ნაპოვნ პოპულარულ საქორწინო ონლაინ შოპინგის ვებ გბერდს ანდო! shopper.ge-ზე ბეჭდების ზომების ცხრილის წყალობით, კაბას საქორწინო ბეჭდების გამოწერაც მოყვა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ 15.7 მმ ამერიკაში უბრალოდ 5-ია. 22.2 მმ კი - 13.

წარმატებულ ონლაინ შოპინგს გისურვებთ და მომავალ ონლაინ საუბრებამდე გემშვიდობებით!

რამდენად უსაფრთხოა საკრედიტო ბარათით სარგებლობა online shopping-ის დროს

როგორ "ვიშოპინგოთ" Online - მარტივად და უსაფრთხოდ