რისგან მზადდება ჰამბურგერი

რისგან მზადდება ჰამბურგერი

ცნობილმა ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა და ტელეწამყვანმა ჯეიმი ოლივერმა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სწრაფი კვების ქსელი დაამარცხა - მან მაყურებელს აჩვენა როგორ და რისგან მზადდება სინამდვილეში ჰამბურგერები, რომელსაც მადიანად მიირთმევენ "მაკდონალდსის" მომხმარებლები.

"მაკდონალდსის" იაფი "დელიკატესის" რეცეპტი ასეთია: კანი, ძვლები და ამონიუმის ჰიდროქსიდში გარეცხილი ქონი! "ამ ნაწარმს, რაც საქონლის ხორცის დაკეპვის და გადახარისხების შემდეგ რჩება, კულინარები ძაღლის საჭმელს ვუწოდებთ. მარტივად რომ ვთქვათ, ის რასაც ჩვენ შვილებს ვაჭმევთ, ადამიანის საკვებად გამოუსადეგარია" - ამბობს ჯეიმი, რომელმაც სკანდალური ექსპერიმენტი სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების თვალწინ ჩაატარა.

ამონიუმის ჰიდროქსიდში "გარეცხილი" ნარჩენები ხორცის ფერს იღებს და ჰამბურგერში ხორცის 70% სწორედ ეს კომპონენტია, - ირწმუნება ოლივერი. "სინამდვილეში ეს ძაღლის საჭმელია, რომელსაც ადამიანის საჭმელად ასაღებენ".

ოლივერის ექსპერიმენტი "მაკდონალდსთან" ბრძოლაში წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიამ, რომელიც მანამდე ირწმუნებოდა, რომ ჰამბურგერი მხოლოდ რეკორდული გაყიდვების გამო იყო ასე იაფი, რეცეპტის შეცვლა გადაწყვიტა. თუმცა სწრაფი კვების გიგანტი არ აღიარებს, რომ ეს ნაბიჯი ოლივერის კამპანიის გამო გადადგა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია