აეროპორტს, ვარდების მოედანს, ევროპის მოედანსა და რიყის პარკს ახალი სახელწოდებები ექნებათ

აეროპორტს, ვარდების მოედანს, ევროპის მოედანსა და რიყის პარკს ახალი სახელწოდებები ექნებათ

თბილისის აეროპორტს, ვარდების მოედანს, ევროპის მოედანსა და რიყის პარკს ახალი სახელწოდებები ექნებათ. ერთ- ერთ ვარიანტად განიხილება, რომ თბილისის აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი, "ვარდების მოედანს" - მერაბ კოსტავას, "ევროპის მოედანს"- ასი ათასი მოწამის სახელი, რიყის პარკს კი ევროპის პარკი დაერქვას. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიახიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩამოთვლილი სახელწოდებები ჯერ საბოლოო ვარიანტი არ არის, თუმცა ეს არის უმრავლესობის მოსაზრებები.

"კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღება მას შემდეგ რაც ეს საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შევა და შესაბამისად, კენჭისყრაზე დამტკიცდება", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

მისივე განცხადებით, "ვარდების მოედნისთვის" სახელწოდების შეცვლა კონკრეტული მოვლენის მიმართ სიძულვილს არ გამოხატავს და სიძულვილიდან არ გამომდინარეობს.

"კოსტავა ქუჩა სწორედ ვარდების მოედნიდან იწყება და სასურველია, რომ ამ მოედანს კოსტავას სახელი დაერქვას. რაც შეეხება ევროპის მოედნისთვის ასი ათასი მოწამის სახელის დარქმევას, ეს სწორედ ის ადგილია , სადაც ასი ათასი მოწამე აწამეს. ჩევნთვის, რომ არ დაებრალებინათ ევროპის მოძულეობა, ამიტომ რიყის პარკისთვის გადავწყვიტეთ დაგვერქმია ევროპის პარკი" , - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია