მშობლები დარეჯან დიასამიძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვენ

მშობლები დარეჯან დიასამიძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვენ

ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენში დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძის ძებნა მეცხრე დღეა,  უშედეგოდ გრძელდება. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ცხრა დღის განმავლობაში გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან.

როგორც გოგონას დედამ ლამზირა მახარაძემ "ინტერპრესნიუსს" უთხრა, ქართულ პოლიციას თხოვნით მიმართავს, გამოცხადდეს დარეჯან დიასამიძის საერთაშორისო ძებნა.

"ჩემს შვილს ყველგან ვეძებთ - ხის ძირში, მანდარინის, ჩაის ძირში. ქუჩა-ქუჩა დავიარებით, მაისურებზე სურათები გავაკეთეთ, ხალხმრავალ ადგილებში ვკითხულობთ, ხომ არავის უნახავს. არ მაქვს ვერსია, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, სად უნდა ვეძებო, არ ვიცი. ინტერპოლით მინდა ძებნის გამოცხადება. ცხრა დღე გავიდა და ბავშვი საქართველოში ვერ მოინახა. შეიძლება გამორიცხული იყოს საზღვარზე მისი გადასვლა, მაგრამ მაინც გვინდა, რომ სხვა ქვეყნებშიც შემოწმდეს", - აღნიშნა ლამზირა მახარაძემ.

ოჯახის წევრები ახალშენის პოლიციასთან არიან შეკრებილები. დარეჯან დიასამიძის მშობლები საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს თხოვნით მიმართავენ, სატელევიზიო გამოსვლის დროს გოგონას ძებნის შესახებ გამოაცხადონ.

"პრეზიდენტს და მთავრობას მინდა მივმართო, დამეხმარონ ჩემი შვილის ძებნაში. თუ ვერ შეძლებენ ჩვენთან მოსვლას, გამოაცხადონ ტელევიზიით, რომ იძებნება ჩვენი შვილი", - განაცხადეს მშობლებმა.

17 წლის დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოდან დაკარგულია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია