რა­ტომ გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა

რა­ტომ გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თლის ერ­თ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ტი - სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჯერ კი­დევ ჩვენს წელ­თაღ­რიცხ­ვამ­დე არ­სე­ბობ­და მსოფ­ლი­ო­ში. პირ­ვე­ლი წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში, რომ­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში გვხვდე­ბა. იმ­ხა­ნად ქა­ლი და მა­მა­კა­ცი დებ­დნენ შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლი­თაც ურ­თი­ერ­თშო­რის ქო­ნებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც და ერ­თობ­ლი­ვად შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კითხ­საც ად­გენ­დნენ. ამჟამად კი, დასავლეთში საქორწინო კონტრაქტის გაფორმება წყვილის ურთიერთობაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ საქართველოში. ამი­ტო­მაც და­ვინ­ტე­რეს­დით და მი­ვაკ­ვლი­ეთ კი­დეც ერ­თ-ერთ სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ შექ­მნილ "სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას". მაგ­რამ ვიდ­რე კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე ვი­სა­უბ­რებთ, გა­გაც­ნობთ, რო­გორ აი­სა­ხა მსგავ­სი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, ანუ რა ვი­თა­რე­ბა გვაქვს ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში? 1997 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სმა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, თუმ­ცა იქ­ვე აკ­რძა­ლა მი­სი მეშ­ვე­ო­ბით მე­უღ­ლე­თა პი­რა­დი უფ­ლე­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა იმ მო­ტი­ვით, რომ მხო­ლოდ სიყ­ვა­რულ­სა და ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს დღეგ­რძე­ლი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას მე­უღ­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შეც­ვა­ლონ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ნორ­მა და ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბა-­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­დაწყ­ვი­ტონ, თუმ­ცა ჩვენს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს სა­ერ­თო მოთხ­ოვ­ნე­ბი: სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს მე­უღ­ლე­თა შო­რის შე­თან­ხმე­ბას მხო­ლოდ ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბებ­სა და მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბა ქორ­წი­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც და გან­ქორ­წი­ნე­ბი­სა­საც;

სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­როს "K&K ჩონ­სულ­ტინგ" დი­რექ­ტო­რი, იუ­რის­ტი ანა ლე­ვი­ძე გვი­ამ­ბობს, რომ "სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" პირ­ვე­ლი ნი­მუ­ში 2007 წელს შე­უ­მუ­შა­ვე­ბია და და­უ­ბეჭ­დავს იმ­ხა­ნად არ­სე­ბულ ასო­ცი­ა­ცი­ას - "კა­ნო­ნი ხალ­ხის­თვის", რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და დღეს უკ­ვე დე­პუ­ტა­ტი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მი­სი პრე­ზენ­ტა­ცი­აც მო­უწყ­ვია და ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ინ­ტე­რე­სიც გა­მო­უწ­ვე­ვი­ა, თუმ­ცა წყვი­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის­გან თა­ვი შე­უ­კა­ვე­ბი­ათ.

დღე­ის­თვის ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ცი­ლე­ბით დი­დი არ­ჩე­ვა­ნი აქვს და რო­გორც ჩანს, წყვი­ლებს სი­თა­მა­მეც მო­მა­ტე­ბი­ათ, რად­გან ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში "სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" და­დე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა.­ მა­გა­ლი­თად, 2010 წლის­თვის ნო­ტა­რი­უ­სებს შვი­დი სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტი გა­უ­ფორ­მე­ბი­ათ, 2011 წელს - ცა­მე­ტი, 2012 წელს უკ­ვე - ოც­და­ერ­თი, ხო­ლო 2013 წლის მო­ნა­ცე­მით კი, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ექ­ვსი სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. თუმ­ცა წე­ლი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ამი­ტომ არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, ამან 2012 წლის მო­ნა­ცე­მებ­საც გა­და­ა­ჭარ­ბოს.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია