სალომე ღვინიაშვილი - ”მანდ უფრო მეტი პანიკაა, ვიდრე ჰურგადაში”

სალომე ღვინიაშვილი - ”მანდ უფრო მეტი პანიკაა, ვიდრე ჰურგადაში”

მოკლედ, ამ ზაფხულს რევოლუციურ ეგვიპტეს არაერთი ქართველი ეწვია. ასე რომ, იქ მიმდინარე მოვლენებს ტურისტები სულაც არ დაუბრკოლებია და დღემდე არაერთი ქართველი რჩება ეგვიპტის კურორტებზე.

როგორც ცნობილი გახდა, ჰურგადაში სამი შვილით, მეგობარ ნუცა შამლიაძესთან ერთად მოდელი სალომე ღვინიაშვილიც იმყოფება. მას მერე, რაც მოვლენები უკიდურესად დაიძაბა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტურსააგენტოებს თხოვნით მიმართა, რომ ეგვიპტის მიმართულებით შეეწყვიტათ მარშრუტები.

იმის გასარკვევად, თუ როგორ გრძნობენ ქართველი დამსვენებლები ჰურგადაში თავს, "ამბები.გე" სალომესა და მის მეგობარ ნუცას დაუკავშირდა.

სალომე ღვინიაშვილი:

- აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, საგანგაშო არაფერი ხდება, სიმშვიდეა, უბრალოდ, გვეუბენებიან, რომ არ დავტოვოთ სასტუმროს ტერიტორია და გარეთ არ გავიდეთ, რასაც ვითვალისწინებთ.

- ზურას გარეშე ისვენებთ?

- ზურამ მხოლოდ 2 დღით მოახერხა აქ ჩამოსვლა და ჩვენი მონახულება. მერე საქართველოს ნაკრებს ყაზახეთში თამაში ჰქონდა და წავიდა. ახლა თურქეთშია და 17 აგვისტოს, აქედან ჩვენც მასთან გავემგზავრებით. ისე, რატომღაც მგონია, რომ მანდ უფრო მეტი პანიკაა, ვიდრე ჰურგადაში. მართლა არანაირი საფრთხე არ იგრძნობა, სიწყნარეა, ნეტავი, განახათ, როგორ ისვენებს აქ ხალხი, უცხოელი ტურისტები, თუმცა ტელევიზიით გადმოსცემენ იმ ამბების შესახებ, რაც კაიროში ხდება.

ნუცა შამილაძე:

- 3 აგვისტოს ჩამოვედით. მეც ბავშვებით ვარ და 17-ში უნდა გავემგზავროთ აქედან.

ტერიტორიიდან არ გავდივართ, რადგანაც ამას მუდმივად გვეუბნებიან სასტუმროში.

იმედია, ჩამოვაღწევთ საქართველოში და აეროპორტები არ დაიხურება. ეგ რომ მოხდეს, მართლა გავაფრენ, რადგან აქაურობა დიდად არ მომეწონა. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მეორედ აქ ჩემი ფეხი აღარ იქნება. ამათი არც საჭმელი მომეწონა და არც სერვისი.

- ადგილობრივი არხები რა ინფორმაციას გადმოსცემენ კაიროში მიმდინარე ამბების შესახებ?

- გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ჩვენი არხები აჩვენებენ და გადმოსცემენ ზუსტ ინფორმაციას და მათ უყურეთო. ვუყურებთ, მაგრამ ენა არ გვესმის და ვერაფერს ვიგებთ. ისე, ძალიან ბევრი ტურისტია ჰურგადაში და კიდევ ჩამოდიან უცხოელები... რა მოსწონთ, არ ვიცი. აქ დასვენებას, ბათუმში ჩასვლა ჯობდა. ნორმალურ კერძებს მაინც შეჭამდა კაცი...

- სალომე, შენც არ მოგეწონა ჰურგადა?

- მეც პირველად ვარ აქ და დიდი შთაბეჭდილება არც ჩემზე არ მოახდინა აქაურობამ.

- ისე, აქამდე, ვინც წელს ეგვიპტიდან ჩამოსული ქართველი დამსვენებელი ჩავწერე, ასეთი უკმაყოფილო არავინ შემხვედრია...

- ნამდვილად მიკვირს მათი, რა მოსწონთ. აუზები და მზე? დიდი არაფერია. ერთადერთი წითელი ზღვა და თევზები კი მომეწონა. ისეთი სილამაზეა, თავი მულტფილმში მეგონა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია