ბაჩო ახალაიას ადვოკატი ადასტურებს, რომ წლების წინ მამა ნიკოლოზი ავჭალის კოლონიის უფროსი იყო

ბაჩო ახალაიას ადვოკატი ადასტურებს, რომ წლების წინ მამა ნიკოლოზი ავჭალის კოლონიის უფროსი იყო

ბაჩო ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ადასტურებს, რომ ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი მამა ნიკოლოზი, რომელიც პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს, წარსულში სასჯელაღსრულების #1 დაწესებულების უფროსი იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ველიჯანაშვილმა განუცხადა, მამა ნიკოლოზი, იგივე მამუკა ტაბაღუა აღნიშნული ციხის უფროსი 2004-2005 წლებში იყო.

ამასთან, ახალაიას ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, რა დამოკიდებულება ჰქონდა მას პატიმრებთან.

"არ ვიცი, უჩიოდნენ თუ არა მას პატიმრები და იყო თუ არა მოხვედრილი მისი საქმიანობა სახალხო დამცველის ანგარიშში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მის მიმართ ხომ არ შეიძლება იძულება განხორციელდეს. დღეს არის მოქმედი სასულიერო პირი. ადრე იყო ციხის უფროსი - ავჭალის კოლონიის,"-განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა ვიდეომასალა გაავრცელეს, სადაც მამა ნიკოლოზი ზეწოლაზე საუბრობს. ადვოკატების ინფორმაციით, მღვდელს ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს ბაჩო ახალაიას ადვოკატების განცხადებით, ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელს, მამა ნიკოლოზს გამომძიებელმა კახა ჭუმბაძემ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულა. როგორც ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, მამა ნიკოლოზს აიძულეს ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირები სხვა პატიმრებთან შედარებით ახალაიას რეკომენდაციით უკეთეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს.

ახალაიას ადვოკატმა, რომეო საჯაიამ კი აღნიშნა, რომ 13 აგვისტოს ქალაქის პროკურატურაში მამა ნიკოლოზი დაიბარეს.

ვიდეოჩანაწერში მამა ნიკოლოზი ამბობს, რომ როდესაც კახა ჭუმბაძის სამუშაო ოთახში შევიდა, იქ სხვა გამომძიებლებიც იყვნენ, დაახლოებით 4 პირი და საუბარი შედგა. მისი თქმით, მისი დაკითხვა მთელი დღის განმავლობაში მიმდნარეობდა.

"ისინი ითხოვდნენ ჩვენების მიცემას. ჩვენება შეეხებოდა ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე, აფციაურის სასჯელის მოხდის პერიოდს. ისინი ითხოვდნენ ჩემგან არარსებული ფაქტების დადასტურებას, რომ ცრუ ჩვენება მიმეცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ", - აცხადებს მამა ნიკოლოზი.

მისი თქმით, 4 პირი მასზე დამაბნეველი კითხვებით ზემოქმედებდა. "პირდაპირ, მუქარით მითხრეს, რომ თუ არ მოხერხდებოდა იმ ფაქტების დადასტურება, რაც მათ აწყობდათ, მოხდებოდა ციხის ყოფილი თანამშრომლის, 7 პირის, მათ შორის ჩემი დაკავება", - განაცხადა მამა ნიკოლოზმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ