დავით საგანელიძე მესამე შვილს ელოდება

დავით საგანელიძე მესამე შვილს ელოდება

დავით საგანელიძე მესამე შვილს ელოდება, - ამის შესახებ საგანელიძემ "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "ემას შოუს" ეთერში განაცხადა.

დავით საგანელიძემ ოჯახი 50 წლის ასაკში შექმნა. ცოლად 30 წლით უმცროსი სოფო ფარცხალაძე შეირთო. დღეს ორი შვილი - 2 წლის ნოდარიკო და 1 წლის ელენე ჰყავთ. როგორც საგანელიძე ამბობს, უახლოეს მომავალში მეოთხე შვილზეც ფიქრობენ.

საგანელიძემ "ემას შოუდან" იმ ადამიანებსაც მიმართა, ვინც მის მუდმივ განკითხვასა და ქილიკშია, ვისთვისაც მისი 30 წლით უმცროს ქალზე ქორწინება მიუღებელია: "სიყვარულს ასაკი არ აქვს. ვისი განკითხვის ობიექტიც ვარ, მობრძანდეს ჩემთან ოჯახში და ნახოს ჩემი 2 წლის ნოდარიკო, 1 წლის ელენე. საახალწლოდ მესამე ვაჟს ველოდები და ალბათ მეოთხე გოგონა იქნება.

50 წელი სოფოს ველოდებოდი და 50 წლისამ სწორედ მასთან შევქმენი ოჯახი, მყავს ანგელოზი შვილები და როგორც გითხარით, კიდევ გვეყოლება. ჩემ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც მიყვარს. ყველას ვუსურვებ ისეთ ოჯახს, როგორიც მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს", - განაცხადა საგანელიძემ.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია