"კონტროლიორი გოგონას ეჩხუბებოდა, ის კი გამოექომაგა" - რას შეეწირა N140 ავტობუსის მგზავრი

"კონტროლიორი გოგონას ეჩხუბებოდა, ის კი გამოექომაგა" - რას შეეწირა N140 ავტობუსის მგზავრი

17 აგვისტოს, დახლოებით თორმეტის ნახევარზე, ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე, N140 ავტობუსში ხანდაზმული მამაკაცი, ა. გ კონტროლიორთან დაკავშირებული ინციდენტის გამო გარდაიცვალა, - ეს ინფორმაცია იმ ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა მომაწოდეს, სადაც პოლიციამ ავტობუსი ლენტით შემოაკავა. ამ ტრაგედიის სიმძაფრე სრულად მაშინ გავაცნობიერე, როცა ადგილზე გარდაცვლილის მეუღლე და შვილები დავინახე. ვერც ერთმა მათგანმა კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო. თუმცა მარტო მდგომი გარდაცვლილის ერთ-ერთი ვაჟი ერთსა და იმავეს იმეორებდა: - მამაჩემს გულზე ისეთი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ინფარქტიც რომ მოსვლოდა, სამი საათი მაინც უნდა ეცოცხლა. ალბათ სცემეს, ხელი გულში მოახვედრეს და ასე სწრაფად იმიტომ მოკვდაო; ან რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მკვდარი მამა სამი საათია პაპანაქებაში ავტობუსში მყავს და ექსპერტიზა არ მოდის, რომ სახლში წავიყვანოთო!

იქვე მანქანაში იჯდა გარდაცვლილი მეუღლეც - "რა ვქნა, რა გავაკეთო, არ ვიცი. დღეს მე და ჩემი მეუღლე სხვის დაკრძალვაზე მივდიოდით. სხვაზე ვტიროდით, იმ დაკრძალვისთვის ნაყიდი ყვავილები ახლაც მანქანაში მიდევს და ახლა ჩვენ გავხდით უბედურები" მითხრა მან და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ვიღაცამ წყალი მიაწოდა, - იქვე გარდაცვლილის ნაცნობებიც იყვნენ.

გ. კ., გარდაცვლილის მეზობელი: -

"აქვე ცხოვრობდა ეს უბედური. რაინდი კაცი იყო, გოგონას გამოქომაგებია, იმ გოგოს კონტროლიორი ეუბნებოდა თურმე, - ბილეთი არ გაქვს და დაბლა ჩამოდიო. ეს კიდევ შეკამათებია, რას ჰქვია, გოგონა დაბლა ჩაგყავს, თუ ჯარიმის გამოწერა გინდა, აქვე გამოუწერეო. ამაზე გასკდომია გული, ყველას გული ხომ ვერ უძლებს იმ უხეშობას, რაც დღეს ხდება!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ