ლადო პაპავა - უმაღლესი განათლების სისტემაში რევოლუცია დამანგრეველია

ლადო პაპავა - უმაღლესი განათლების სისტემაში რევოლუცია დამანგრეველია

რევოლუცია უმაღლესი განათლების სისტემაში დამანგრეველია, - ამის შესახებ განცხადება თსუ-ს ახლად არჩეულმა რექტორმა ლადო პაპავამ გუშინ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, არანაირ ქირურგიულ ჩარევას, რაც ხელს შეუშლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს, არ აპირებს.

"აკადემიური პერსონალი არსებული კონტრაქტების მიხედვით გააგრძელებს საქმიანობას. რაც შეეხება საკონკურსო კომისიებს, ის მაღალკვალიფიციური პროფესორებით უნდა დაკომპლექტდეს", - განაცხადა ლადო პაპავამ.

მან ფაკულტეტების ავტონომიურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაკულტეტებს აკადემიური და შესაძლოა ფინანსური ავტონომია უნდა ჰქონდეთ.

ლადო პაპავამ პასუხი გასცა კითხვაზე, რომელიც მის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

კითხვაზე, აპირებთ თუ არა პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდეთ, ლადო პაპავამ განაცხადა, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის და არ აქვს "პოლიტიკური ტვირთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ".

თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა 16 აგვისტოს გახდა.

არჩევნების დროს ლადო პაპავამ 10 ხმა მიიღო, 2 ხმა კი მიიღო მისმა კონკურენტმა ირმა რატიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია