"სა­ხან­ძრო ბრი­გა­და ხი­დან ფუ­ლის ჩა­მო­სა­ღე­ბად გა­მო­ი­ძა­ხეს"

"სა­ხან­ძრო ბრი­გა­და ხი­დან ფუ­ლის ჩა­მო­სა­ღე­ბად გა­მო­ი­ძა­ხეს"

მე­ხან­ძრე­ო­ბა ერ­თ-ერთ ყვე­ლა­ზე ძნელ და სა­ხი­ფა­თო პრო­ფე­სი­ად მიიჩნევა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" და­ინ­ტე­რეს­და, თუ რო­გო­რია ქარ­თვე­ლი მე­ხან­ძრე­ე­ბის სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, რა სირ­თუ­ლე­ებს აწყ­დე­ბი­ან ისი­ნი და რას ურ­ჩე­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს. ამ სა­კითხ­ებ­ზე მე­ხან­ძრეთა ოცე­უ­ლის უფ­რო­სი ირაკ­ლი და­ვი­თი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 8-10 გა­მო­ძა­ხე­ბა­ა. სამ­წუ­ხა­როდ, უმ­ნიშ­ვნე­ლო შემ­თხვე­ვე­ბის დრო­საც გვი­ძა­ხე­ბენ, რო­ცა თა­ვა­დაც შე­უძ­ლი­ათ ცეცხ­ლის კე­რის ჩაქრობა. არის ცრუ გა­მო­ძა­ხე­ბე­ბიც. ზოგ­ჯერ გან­ზრახ, ზოგ­ჯერ თა­ვა­დაც შემ­ცდა­რან. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში კვამ­ლი და­უ­ნა­ხავთ და გა­მო­ვუ­ძა­ხე­ბი­ვართ, ბო­ლოს კი აღ­მო­ჩე­ნი­ლა, რომ იმ კორ­პუს­ში მწვადს წვავ­დნენ ან გუდ­რონს ას­ხამ­დნენ... ახ­ლა­ხან კი მხო­ლოდ იმი­ტომ გა­მოგ­ვი­ძა­ხეს, რომ ზე­და სარ­თუ­ლი­დან ქვე­მოთ მდგომს რა­ღაც კონ­ვერ­ტი ჩა­მო­უგ­დეს, რომელიც ხის ტო­ტებ­ში გა­ეჩხ­ი­რა. სა­ხან­ძრო-­სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი ად­გილ­ზე, რა თქმა უნ­და, დრო­უ­ლად მი­ვი­და და ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის ნაც­ვლად ხი­დან კონ­ვერ­ტის ჩა­მო­ღე­ბა მო­უ­წი­ა. კონ­ვერ­ტში რა­ღაც თან­ხა აღ­მოჩ­ნდა. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ხი­დან ფუ­ლის ჩა­მო­სა­ღე­ბად გა­მოგ­ვი­ძა­ხეს­. ჩვე­ნი პრო­ფე­სია ერ­თ-ერ­თი ურ­თუ­ლე­სი და სა­რის­კო­ა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში­ა, რო­ცა ცეცხ­ლის ჩაქ­რო­ბისას ცეცხ­ლმო­კი­დე­ბუ­ლი კონ­სტრუქ­ცია იშ­ლე­ბა. ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე მე­ხან­ძრე მოყ­ვა ჩა­მონ­გრე­ულ კონ­სტრუქ­ცი­ა­ში და და­შავ­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში შექ­მნილ სირ­თუ­ლე­ებს, ერ­თ-ერ­თი გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა­ა. სამ­წუ­ხა­როდ, მძღო­ლე­ბი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნებს გზას არ უთ­მო­ბენ, მა­ში­ნაც კი, რო­ცა ფა­რე­ბი და სიგ­ნა­ლი ჩარ­თუ­ლი გვაქვს. იგი­ვე პრობ­ლე­მა აქვთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნებს. მინ­და ვთხო­ვო მძღო­ლებს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხან­ძრის დროს თი­თოე­უ­ლი წუ­თი და სა­ხან­ძრო მან­ქა­ნებს გზებ­ზე დრო­უ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ.

- ყვე­ლა­ზე ძლიერ ხან­ძრად რო­მე­ლი გახ­სენ­დე­ბათ?

- სა­ვაჭ­რო სახლ "სა­ბას" ხან­ძა­რი. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ცეცხ­ლი იყო, მი­სი მა­ლე ჩაქ­რო­ბა გაგ­ვი­ჭირ­და.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია