პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი ქალი ამხილეს

პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი ქალი ამხილეს

პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, შიდა ქართლში სამი ქალი ამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ხაშურის, კასპის და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სხვადასხვა კაფე-ბარის სამი მფლობელი: მარინე ი, ლელა გ. და ხათუნა ა. ამხილეს.

გამოძიების მიხედვით, ხათუნა ა. - ქარელში, მარინე ი. - ხაშურში, ხოლო ლელა გ. - კასპში, საავტომობილო მაგისტრალზე მდებარე კაფე-ბარებში ოთახებს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე 22 ქალბატონი, გამოძიების ფარგლებში, მოწმის სტატუსით დაიკითხა. მათგან ერთი - ყირგიზეთის, სამი - უზბეკეთის და ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებელის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 254–ე მუხლით).

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ