ათი სკანდალური ქართველი წყვილი, რომლებმაც საზოგადოება შოკში ჩააგდეს

ათი სკანდალური ქართველი წყვილი, რომლებმაც საზოგადოება შოკში ჩააგდეს

საქართველოში დიდია ხანია, არაფერი გვიკვირს და სკანდალებსაც ისე მივეჩვიეთ, ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რამდენიმე წლის წინ ყვითელი პრესა მხოლოდ იოცნებებდა ისეთ სკანდალებზე, რომლებიც ახლა ხელის გულზე გვიდევს. პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჭორი მალე ვრცელდება, ამიტომ თითქმის არც ერთი ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრება აღარ დარჩა პრესის ფურცლებს მიღმა.

განქორწინება და ქორწინება ყვითელი პრესისთვის საყვარელი თემებია. ფაქტია, რომ ორივე ყველაზე მეტად აინტერესებს მკითხველს და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვადანაშაულებენ სხვისი საცვლების ქექვაში, ასეთ მასალებს დიდი ინტერესით კითხულობენ.

გადავწყვიტეთ, ბოლო წლების ყველაზე სკანდალური ათი წყვილის შესახებ მოგვეყოლა. მათ შესახებ ბევრი დაწერილა, შემდგომშიც დაიწერება და თითოეული მათგანი უამრავჯერ მოხვედრილა ბეჭდური მედიის პირველ გვერდზე.

გიგი და ლელა

რამდენიმე წლის წინ ლელა კილაძისა და გიგი უგულავას ქორწინებამ შოკში ჩააგდო საზოგადოება. მამაკაცი ქალაქის მერი გახლდათ, ქალბატონი - მისი ერთ-ერთი თანამშრომელი. ლელა კილაძე მანამდე პრეზიდენტის პირადი ვიზაჟისტი იყო და უცხოეთში ვიზიტებზე ხშირად დაჰყვებოდა. სამსახურებრივ რომანში ყველაზე დიდი სკანდალი ის გახლდათ, რომ უგულავა მის გამო პირველ მეუღლეს, თაკო ცაგურიას გაშორდა, რომელთანაც ორი ქალიშვილი ჰყავდა. ლელას კი - ორი ვაჟი წინა ქორწინებებიდან. უგულავა რომ საყვარელ ქალს განსაკუთრებულად ანებივრებდა, ამ თემაზე ლეგენდები დადიოდა. პირველი ცოლისგან განსხვავებით, მერი- გიგი ხშირად ჩნდებოდა ოფიციალურ ღონისძიებებზე მეუღლის გარემოცვაში, თუმცა თბილისის "პირველი" ქალბატონი ლელა კილაძე ბეჭდურ და ტელემედიას არასოდეს სწყალობდა. მათი წყვილი არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გაეხვია სკანდალში. ინტერნეტით უგულავა-კილაძის სტრიპტიზკლუბში გართობის კადრები გამოქვეყნდა.

"მეფე" და შორენა

დედოფალი ვერ გახდა, მაგრამ ამ რომანმა შორენა ბეგაშვილის პოპულარობა ერთიორად გაზარდა. დამწყები მსახიობი, რომელიც საზოგადოებამ "პლეიბოიში" დაბეჭდილი შიშველი ფოტოებით გაიცნო, ხშირად ხვდებოდა ჟურნალების ფურცლებზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი და დავით ბაგრატიონ- მუხრანელის რომანის შესახებ გახდა ცნობილი, შორენა ყვითელი პრესისთვის გემრიელ ლუკმად იქცა. ალბათ, ჟურნალისტები ამ ამბავს ერთ- ერთ რიგით რომანად ჩათვლიდნენ, მით უმეტეს, რომ დავითს საქართველოში არ იცნობდნენ, მაგრამ რომანის გამჟღავნების პერიოდში დავითი ანა ბაგრატიონზე ქორწინდებოდა და საქართველოში უკვე სერიოზულად ლაპარაკობდნენ მონარქიის აღდგენაზე. ამბობდნენ, რომ შორენას მაშინ სერიოზული დეპრესია დაემართა. ტახტის გამო გაღებული მსხვერპლი საყვარელ ადამიანს არ აპატია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ- ერთ გადაცემაში იმაზეც ისაუბრა, რომ "მეფე" არცთუ ისე კარგად ექცეოდა და ფიზიკურადაც შეხებია. სკანდალური წყვილის გარშემო უამრავი ჭორი აგორდა და მალე ცნობილი გახდა, რომ ახალდაქორწინებული დავითი და ანა ამ რომანის გახმაურების გამო დაშორდნენ. თუმცა შემდეგ შერიგდნენ და დღეს ტახტის მემკვიდრესთან ერთად ესპანეთში ცხოვრობენ. ამ ამბავმა შორენას მართლაც თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა. მას შემდეგ რამდენიმე ფილმში გადაიღეს და დღეს "რუსთავი 2" - ზე გადაცემა "იღბლიან ბორბალში" ვანიკო თარხნიშვილის თანაწამყვანია. დავითისგან განსხვავებით, ჯერჯერობით პირადი ცხოვრება ვერ ააწყო და რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ ზაფხულის ცხელ დღეებს სტამბოლში შვილთან ერთად ატარებს.

ლალი და გიორგი

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ლალი და სკანდალი განუყოფელი რამ იყო, მაგრამ ახალი სამსახურის შემდეგ სოზარ სუბარის მრჩეველი მოროშკინა სკანდალებში იშვიათად ეხვევა. მართალია, მისი სახელისა და გვარის გაგონებაზე ყველას ჩანგალი ახსენდება, მაგრამ რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელს რომ ეარსება, ლალი მოროშკინასა და მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის სიყვარულის ამბავზე ბევრს დაწერდნენ. ამ ისტორიაში სკანდალური გიორგის ოჯახური მდგომარეობა გახლდათ. დაოჯახებული კანდელაკი ქვეყანაში ცნობილ ჟურნალისტზე იყო შეყვარებული და ერთად ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ლალი თავის პირველ წიგნში "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" ამ სიყვარულის დეტალებზე დაწვრილებით მოგვიყვა. მას შემდეგ ლალის ცხოვრებაში ბევრი თაყვანისმცემელი მამაკაცი გამოჩნდა, შეყვარებულიც ყოფილა, ერთხელ თხოვდებოდა კიდეც, თუმცა მოგვიანებით გვითხრა, რომ იხუმრა, მაგრამ გიორგი კანდელაკი ყოველთვის რჩება მისი წარსულის მნიშვნელოვან მოგონებად.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია