დიმიტრი მედვედევი - რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანასწორუფლებიან ურთიერთობებს

დიმიტრი მედვედევი - რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანასწორუფლებიან ურთიერთობებს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანასწორუფლებიან ურთიერთობებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების ფორუმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებს ვუყურებთ, როგორც თანასწორუფლებიანს. ეს ურთიერთობა აგებულია ჩვენი ხალხის ურთიერპატივისცემასა და სიმპათიებზე", - განაცხადა მედევედევმა.

მისივე თქმით, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რუსეთი ურთიერთობას ყველა მიმართულებით გააგრძელებს, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, სოციალურ-პოლიტიკური თუ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

"აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ და ამაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით არათანმიმდევრული და გავწირავთ აფხაზ და ოს ხალხს ძალიან სავალალო მდგომარეობისთვის და შესაძლოა, საერთოდ, გაქრობისთვის", - განაცხადა მედვედევმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა