პატრიარქმა ირანელ სასულიერო პირს სთხოვა, გაქრისტიანებული ქართველები არ დასაჯონ

პატრიარქმა ირანელ სასულიერო პირს სთხოვა, გაქრისტიანებული ქართველები არ დასაჯონ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ირანელ სასულიერო პირთა დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა და მას გავლენიანი სასულიერო პირი აიათოლა შაჰრისტანი ესწრებოდა. უწმინდესმა აითოლა შაჰრისტანს ირანში მცხოვრები გაქრისტიანებული ქართველების შესახებ თხოვნით მიმართა.

"მე მინდა გთხოვოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენთან მცხოვრები ქართველები, მოგეხსენებათ, როცა შაჰ-აბასმა წაიყვანა აქედან, მათი წინაპრები იყვნენ ქრისტიანები და ზოგიერთი აქ რომ ჩამოდის, ისევ ქრისტიანობას უბრუნდება. მე მინდა გთხოვოთ, რომ არ დასაჯოთ ისინი, შეიძლება ეს?", - მიმართა უწმინდესმა თხოვნით აიათოლა შაჰრისტანს, რაზეც ირანელმა სასულიერო ლიდერმა უპასუხა, რომ აუცილებლად მიაწვდის იგი აღნიშნულ ინფორმაციას "ვისაც საჭიროა".

"ეს სახელმწიფოს ეხება, ჩვენ სასულიერო პირები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ აუცილებლად, ამ თხოვნას გავიზიარებთ", - განაცხადა აიათოლა შაჰრისტანმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აიათოლა შაჰრისტანი მეტად გავლენიანი სასულიერო პირია. მისი თქმით, შაჰრისტანის ვიზიტი კავკასიის სივრცეში სამშვიდობო ინიციატივებისა და უწმინდესის მიმართ კეთილი ურთიერთობების დემონსტრირებაა.

ამასთან, არეშიძის განცხადებით, ირანელი სასულიერო პირების ვიზიტის მიზანი ასევე არის კავკასიაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის სიტუაციის შესწავლა.

როგორც არეშიძემ აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი საინტერესოდ დაემთხვა საქართველოში ქრისტიანულ და მუსულმანურ ურთიერთობებს. ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ნაყოფიერი იქნება, რადგან შაჰრისტანი უზარმაზარი გავლენის მქონე ადამიანია და საქართველოსა და ირანის ურთიერთობაში სასარგებლო ნაბიჯი იქნა გადადგმული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია