ა­ხა­ლი სან­ქცი­ე­ბი მშობ­ლე­ბის­თვის - სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მოვ­ლა 15-ქუ­ლი­ა­ნი შკა­ლით შე­ფას­დე­ბა

ა­ხა­ლი სან­ქცი­ე­ბი მშობ­ლე­ბის­თვის - სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მოვ­ლა 15-ქუ­ლი­ა­ნი შკა­ლით შე­ფას­დე­ბა

დამ­დე­გი სას­წავ­ლო წლი­დან, 16 სექ­ტემ­ბრი­დან, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­სა და კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ას (აგ­ვის­ტოს ომ­ში და­ღუ­პულ­თა შვი­ლე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი) სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი უფა­სოდ გა­და­ე­ცე­მათ.

ახ­ლა­ხან გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრ თა­მარ სა­ნი­კი­ძის ბრძა­ნე­ბით გა­ნი­საზღ­ვრა მოს­წავ­ლი­სათ­ვის უსას­ყიდ­ლოდ, დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­და­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­სა და დამ­ხმა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სი და მი­სი მოვ­ლა-­პატ­რო­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც დამ­ტკიც­და. ამის თა­ო­ბა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იდე­ბა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლის მშო­ბელ­თან ან მის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მოვ­ლა-­პატ­რო­ნო­ბა 15-ქუ­ლი­ა­ნი შკა­ლით ფას­დე­ბა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მოვ­ლის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი­ა: ყდის მდგო­მა­რე­ო­ბა, წიგ­ნის სი­სუფ­თა­ვე, გვერ­დე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა - და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი გვერ­დე­ბი 5 ქუ­ლით ფას­დე­ბა, უმ­ნიშ­ვნე­ლოდ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი - 4 ქუ­ლით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად ვარ­გი­სი - 3 ქუ­ლით, და­ხე­უ­ლი - 0 ქუ­ლით და ა.შ. აქ­ვე ნათ­ქვა­მი­ა, რომ მოს­წავ­ლეს გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს არა­ნაკ­ლებ 9 ქუ­ლით შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. მოს­წავ­ლე ვალ­დე­ბუ­ლი­ა: "არ და­ა­ზი­ა­ნოს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, არ ჩა­კე­ცოს ფურ­ცლე­ბი, არ გა­ა­კე­თოს მი­ნა­წე­რე­ბი". ა­მას­თან, სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი დად­გე­ნი­ლი შკა­ლით შე­ა­ფა­სონ­, ა­წარ­მო­ონ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი ელექ­ტრო­ნუ­ლი რე­ეს­ტრი. წიგ­ნის და­კარ­გვის ან გა­ნად­გუ­რე­ბის, მი­სი მე­სა­მე პი­რის­თვის გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მშო­ბელს ეკის­რე­ბა, ხო­ლო თუ მშო­ბე­ლი ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ ან ვერ შე­ას­რუ­ლებს, მან სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო "ი­დენ­ტუ­რი ში­ნა­არ­სი­სა და რე­დაქ­ცი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი უნ­და ჩა­ა­ნაც­ვლოს", ანუ ახა­ლი წიგ­ნი იყი­დოს. ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან მშო­ბე­ლი მხო­ლოდ "ო­ბი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას" თა­ვი­სუფ­ლდე­ბა..

ამ სა­კითხ­ზე თვალ­საზ­რი­სის გა­მოთ­ქმა გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერტს, ასო­ცი­ა­ცია "სკო­ლა-ო­ჯა­ხი-­სა­ზო­გა­დო­ე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ ლა­შა მკურ­ნა­ლი­ძეს ვთხო­ვეთ:

- რაც შე­ე­ხე­ბა წიგ­ნის ცვე­თას, ჩე­მი აზ­რით, კარ­გად შე­ნა­ხუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შემ­დეგ სას­წავ­ლო წელ­საც შე­იძ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ეს ნორ­მა­ლუ­რი­ა, მაგ­რამ, რა ფორ­მით გა­მოვ­ლინ­დე­ბა მშობ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა? ო­რი სა­კითხ­ი­ა, რო­მე­ლიც გარ­კვე­ვას სა­ჭი­რო­ებს: მი­უ­ხე­და­ვად ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­სა, წიგ­ნის ცვე­თის ხა­რის­ხის დად­გე­ნა გა­ჭირ­დე­ბა, ყვე­ლა ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში ექ­სპერ­ტი­ზას ხომ ვერ და­ნიშ­ნა­ვენ? წიგ­ნის ყვე­ლა გვერ­დის დათ­ვლა-­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ვფიქ­რობ, ძნე­ლი იქ­ნე­ბა. ჩნდე­ბა მე­ო­რე კითხ­ვაც: რო­გორ უნ­და და­ამ­ტკი­ცოს მშობელმა რომ წიგ­ნის და­ზი­ა­ნე­ბა სა­პა­ტი­ო, მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზით მოხ­და, რა ჩა­ით­ვლე­ბა "ო­ბი­ექ­ტურ გა­რე­მო­ე­ბად", რო­მელ­ზეც სა­მი­ნის­ტრო სა­უბ­რობს? ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლი გა­აზ­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს, რომ მშო­ბელს კითხ­ვე­ბი არ დარ­ჩეს. ა­სე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ნი­ტა­რიუ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვა, წიგ­ნე­ბის დე­ზინ­ფექ­ცი­ა, მით უმე­ტეს დღეს, რო­ცა უსაფ­რთხო სკო­ლა­ზე, გა­რე­მო­ზე ამ­დენს ვლა­პა­რა­კობთ. და კი­დევ, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­დის, რომ ერთ მოს­წავ­ლეს ახა­ლი წიგ­ნი ექ­ნე­ბა, მე­ო­რეს კი - მე­ო­რა­დი?

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია