პენტაგონი ირაკლი ალასანიას და ჩაკ ჰეიგელის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პენტაგონი ირაკლი ალასანიას და ჩაკ ჰეიგელის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას და აშშ-ს თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის შეხვედრის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, ჩაკ ჰეიგელმა მადლიერება გამოხატა, რომ საქართველო აგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) მისიაში მონაწილეობას და მადლობა გადაუხადა ირაკლი ალასანიას ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის.

"თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ძალისხმევას, რათა გაზარდოს სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, რადგან ასეთი ქმედებები თავდაცვის რეფორმის გზით დემოკრატიული პროგრესის ძლიერი მაგალითია", - ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ჩაკ ჰეიგელმა აშშ-ის სახელით მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებისადმი. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიული მონაპოვრის კონსოლიდირებას, როგორც ეფექტურ ზომებს ამ მისწრაფების წინსვლისთვის.

"მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას", - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა