პი­ნო­ქი­ოს სინ­დრო­მი ანუ პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის­წი­ნა ეი­ფო­რი­ა­

პი­ნო­ქი­ოს სინ­დრო­მი ანუ პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის­წი­ნა ეი­ფო­რი­ა­

"ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა წვ­რილ­მა­ნი და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ! ამ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი უნ­და გა­უქ­მდეს - ყვე­ლა ცი­ხე­ში!" - ამ სიტყ­ვე­ბით წარ­დგა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2006 წლის თე­ბერ­ვალ­ში პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე და იქ­ვე და­ა­მა­ტა: "ჰუ­მა­ნუ­რო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ვე­რა­ნა­ი­რი მო­სა­მარ­თლე ვე­რა­ვის ვე­ღარ გა­უშ­ვებს. ამის­თვის 3000-კა­ცი­ან სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლა­ტორს ვა­შე­ნებთ, მზად ვართ, ბან­დი­ტებს პი­რო­ბე­ბი შე­ვუქ­მნათ, ოღონდ მოგ­ვშორ­დნენ!" წელს კი, პრე­ზი­დენ­ტმა ფე­რი იც­ვა­ლა და გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, ნა­სა­მარ­თლე­ო­ბა და პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი მო­ეხ­სნას გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პი­რებს, გარ­და ზო­გი­ერთ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა. სწო­რედ ამ სა­კითხ­ზე სა­სა­უბ­როდ და­ი­ბა­რა პრე­ზი­დენ­ტმა სა­სახ­ლე­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ამა­ს­ო­ბა­ში არა­ერთ სხვა თე­მა­საც შე­ე­ხო. უკ­ვე ვწერ­დით, რომ მი­ხე­ილ საა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში აქ­ტუ­ა­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ამას ის ხში­რად სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­თაც ცდი­ლობს. წე­სით, მის­თვის ნამ­დვი­ლად არ უნ­და იყოს მომ­გე­ბი­ა­ნი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის კრი­ტი­კა და პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, რად­გან ის ვი­თა­რე­ბა, რაც მი­სი ხე­ლი­სუფ­ლების დროს ცი­ხე­ებ­ში იყო, ის სა­კითხ­ი­ა, რო­მელ­მაც მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­უთხა­რა ძი­რი და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­მარ­ცხე­ბა აწ­ვნე­ვი­ნა. ასე­ვე სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია მი­სი ნთქვა­მი ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­ის შეზღ­უდ­ვის თა­ო­ბა­ზეც. ალ­ბათ ის მარ­წუ­ხე­ბი, რა­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბამ მო­აქ­ცია მე­დი­ა, კი­დევ კარ­გა ხანს იქ­ნე­ბა და­საძ­ლე­ვი. ანუ წე­სით, ეს ის თე­მე­ბი­ა, რო­მე­ლიც მას უფ­რო მე­ტად აზა­რა­ლებს, თუმ­ცა მა­ინც ჯი­უ­ტად აპე­ლი­რებს ამ სა­კითხ­ებ­ზე. "მე-9 არ­ხი" იყო ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი რე­ჟი­სო­რის, ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის გა­საშ­ვე­ბად შექ­მნი­ლი არ­ხი", - გა­ნაცხ­ა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და იქ­ვე ლა­მის ნი­ან­გის ცრემ­ლე­ბი ღვა­რა "მე-9 არ­ხის" და­ხურ­ვის გა­მო. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლას ბუ­ნებ­რი­ვად გვახ­სენ­დე­ბა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბე­რი და "ი­მე­დის" დარ­ბე­ვა, ეს მშვე­ნივ­რად ახ­სოვს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც. ამ­ჯე­რად, ამ სა­კითხ­ის­გა­ნაც იო­ლად სცა­და თა­ვის დაძ­ვრე­ნა: "ი­მე­დი" ვინ და­ხუ­რა, ხომ არ გახ­სოვთ? ჩვენ რომ დავ­ხუ­რეთ, მე­რე გავ­ხსე­ნით, სა­ხე­ლი და გვა­რი იმი­სი, ვინც "ი­მე­დი" და­ხუ­რა, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე­ა" - გა­ნაცხ­ა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე პრე­ზი­დენტს პა­სუ­ხობს და აცხ­ა­დებს: "პრე­ზი­დენ­ტის უნა­მუ­სო­ბას საზღ­ვა­რი არ აქვს, ეს არის სრუ­ლი­ად ამო­რა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ი­მედ­ში" 2007 წლის ნო­ემ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. შე­დე­გად კი ტე­ლე­კომ­პა­ნია არა მხო­ლოდ და­ხუ­რეს, არა­მედ და­არ­ბი­ეს, რის შე­დე­გა­დაც ფი­ზი­კუ­რად და­ზი­ან­და არა­ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა იმ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით. ეს არის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სირ­ცხვი­ლი, რომ დღეს ეს კა­ცი ბე­დავს და ასე უნა­მუ­სოდ იტყ­უ­ე­ბა". რის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს მი­ხე­ილ სა­აკაშ­ვი­ლი ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით? - ერ­თი შეხ­ედ­ვით შე­იძ­ლე­ბა იფიქ­რო კი­დეც, რომ ის პოს­ტსაპ­რე­ზი­დენ­ტო პე­რი­ო­დი­სა და ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბა, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის გზა­ზე კი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დოე­ბის მოკ­ლე პო­ლი­ტი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და ხელის­უფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბის იმე­დი აქვს. ექ­სპერ­ტი სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი ამ აზრს არ იზი­ა­რებს და აცხ­ა­დებს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის­წი­ნა ეი­ფო­რი­ა­ში­ა. "მან იცის, რომ 27 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა სრულ­დე­ბა, ჰო­და, ეს აზ­რი აგი­ჟებს. მი­სი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, გარ­და ამ სი­გი­ჟის ჩვე­ნე­ბი­სა, სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­საც აზა­რა­ლებს, თუმ­ცა ეს მას სულ არ ადარ­დებს. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ ამ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ვი­თომ­რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ისე გა­ჩა­ნაგ­და, რომ ერ­თი ნა­მუ­სი­ა­ნი და გა­ბე­დუ­ლი ექი­მი არ გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც გა­მო­ვი­დო­და და ხმა­მაღ­ლა იტყ­ო­და მის კლი­ნი­კურ დი­ა­გ­ნოზს. ისე­ვე, რო­გორც სხვა არა­ერ­თი მმარ­თვე­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლიც დიდ­წი­ლად თა­ვის­მა, პო­ლი­ტი­კურ­მა შლე­იფ­მა და­ღუ­პა".თუმ­ცა აშ­კა­რა­ა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ პენ­სი­ა­ზე გას­ვლას არ აპი­რებს, ეს მი­სი ბო­ლო გან­ცხა­დე­ბი­და­ნაც გა­მოჩ­ნდა: "ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ვივ­ლი არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც და გა­ვა­კე­თებ ჩემს საქ­მეს. მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩე­მი ხალ­ხი. სა­ეჭ­ვო სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­თხვევ­ით მოხ­ვდნენ პა­რ­ლა­მენ­ტში, რა­ღაც ტალ­ღი­სა და ბე­დუ­კა­ძის გა­და­ღე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის გა­მო, ჩემ­სა და ჩემს ხალხს შო­რის ვერ ჩად­გე­ბი­ან". კი­დევ ერ­თიც: ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, შს მი­ნის­ტრის 2013 წლის 16 აგ­ვის­ტოს №644 ბრძა­ნე­ბით, პირ­და­პირ დად­გე­ნი­ლია თვი­სებ­რი­ვად ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და სას­ჯე­ლის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პირ­თა წრის მი­მართ, მი­თი­თე­ბუ­ლი თა­რი­ღი­დან, ვრცელ­დე­ბა ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის მოხ­სნის რე­ჟი­მი. ანუ გა­მო­დის, რომ პრე­ზი­დენ­ტმა აქაც მო­რი­გი ბლე­ფი გა­ი­თა­მა­შა. ისე, მე­დი­ცი­ნის ერ­თ-ერთ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ისეთ გან­ცხა­დე­ბებს, რო­გო­რიც სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა, პი­ნო­ქი­ოს სინ­დრომს უწო­დე­ბენ.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა