შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მდებარე სასტუმრო "ვიქტორიას" მფლობელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალი ა, ამავე სასტუმროს ორი ადმინისტრატორი - საქართველოს მოქალაქეები იზო ლ. და ირინე გ, ასევე, ღამის კლუბ "რეინას" მფლობელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფაშა შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სისტემატურად ახდენდნენ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას.

სამართალდამცველების მიერ დაიკითხნენ ღამის კლუბში მომუშავე ქალბატონები და სასტუმროს მომსახურე პერსონალი. ამ დროისთვის დაკავებულები აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებული.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გამოყოფის ფაქტზე

მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ