"მეცხრე არხზე" ჟურნალისტები "ბიბისიდან" და "სიენენიდან" არ გადმოსულან, ბევრი მათგანი არაპროფესიონალი იყო, იყვნენ უმუშევრები, ბევრი რამ ჩვენთან ისწავლეს და ამაში აიღეს ხელფასი, რაც მისასალმებელია , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, "მეცხრე არხთან" დაკავშირებით ბევრი სერიოზული წინანადება განიხილეს.
"ძალიან ცუდად მოიქცნენ ჟურნალისტები და ტელევიზიის ხელმძღვანელობა. საინფორმაციო გამოშვების შემდგომ დახურეს ტელევიზია. ამ დროს მათ თვითონვე ჰქონდათ განცდა, რომ ბევრია მყიდველი და მსურველი, რომელიც მე ვერ ვნახე ისეთი დახურული ქმედებით, რომ არ გამომეწვია აჟიოტაჟი ტელევიზიის ირგვლივ. მე ვახერხებდი ყველა პოტენციურ მყიდველთან საუბარს. ქალბატონ ლუბას ავუხსენი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ამაზე გვიან ტელევიზიის დახურვა გვიანი იქნებოდა. ჩემთვის უცნაური იყო ჟურნალისტებისა და ხელმძღვანელობის რეაქცია არხის გათიშვაზე. ამ დროში შეიძლებოდა სერიოზული მყიდველი ყოფილიყო, თუ იქნება, მოხარული ვიქნები", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, ყველამ კარგად იცოდა დამოკიდებულება ტელევიზიის მიმართ.
"მე საერთოდ არ ვაპირებდი ტელევიზიის გახსნას. მე ვიცოდი შედეგი, რომ ტელევიზიის დაჭერას არ ვაპირებდი. მე თხოვება მინდოდა, ამეშენებინა, ჩამედო ინვესტიცია და უფასოდ მიმეცა უკან. მე მქონდა კარგი სურვილები, რომ ჟურნალისტებიც უმუშვერები არ ყოფილიყვნენ და აპარატურაც გადამეცა არხებისთვის. მე იმის შემდგომ ვცდილობდი, რომ არ დაზარალებულიყვნენ ჟურნალისტები და ტელევიზია. ეს ვერ მოვახერხე. დაახლოებით 1 მილიონი დოლარი ჯდებოდა ტელევიზიის შენახვა თვეში. მე ამას ვაკეთებდი მხოლოდ იმისთვის, რომ ჟურნალისტები არ დაზარალებულიყვნენ. მე მახსოვს რამდენიმე რამ მთხოვა ქალბატონმა ლუბამ როდესაც ჩემი განცხადება გავუგზავნე. ერთი მთხოვა, ის რომ ამოიღეო, რომ "ინფო9" იყო დროებითი პროექტი და ეს მათ იცოდნენ. მეორე დამირეკა და მთხოვა ამომეღო ის, რომ მე ამას ჟურნალისტებისთვის ვაკეთებდი. ვკითხე, რატომ უნდა ამომეღო, ეს დამოკიდებულება უნდათ, რომ გაბრაზებულები და განაწყენებულები იყვნენ. მაშინ როდესაც მე თანმიმდევრულად მოვიქეცი, ეს დამოკიდებულება შოკისმომგვრელი იყო ჩვენთვის. არცერთი ჟურნალისტი არ გადმოსულა "ბიბისიდან" და "სიენენიდან" და არც ცნობილი სხვა ტელევიზიიდან, უმრავლესობა იყვნენ არაპროფესიონალი ჟურნალისტები. როგორც სასწავლებელი ისე გამოდიოდა ეს და ხელფასს იღებდნენ და ეხლა მამადლებენ, რომ ჩვენ გამოგვიყენაო, ძალიან ცუდ განცხადებებს აკეთებენ" – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის კომენტარს "ინფო 9" ავრცელებს.