"ლი­სის ტბა­ში ნორ­მა­ზე 1,3 ჯერ მე­ტი E-coli-ს ბაქ­ტე­რია აღ­მოჩ­ნდა"

"ლი­სის ტბა­ში ნორ­მა­ზე 1,3 ჯერ მე­ტი E-coli-ს ბაქ­ტე­რია აღ­მოჩ­ნდა"

ზაფ­ხუ­ლის ამ ხვატ­ში, ისი­ნი, ვინც ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ვერ მო­ა­ხერ­ხა, ლი­სი­ს ან კუს ტბაზე, ასე­ვე თბი­ლი­სის ზღვა­ზე გრილ­დე­ბი­ან. შა­ბათ­-კვი­რას სა­ნა­პი­რო­ე­ბი დამ­სვე­ნებ­ლე­ბით, მათ შო­რის, უცხ­ო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბით ივ­სე­ბა. სუფ­თაა თუ არა წყა­ლი ამ ად­გი­ლებ­ში? სა­ში­ში ხომ არ არის ბა­ნა­ო­ბა? - ამ სა­კითხ­ის გარ­კვე­ვა ექ­სპერ­ტებ­თან ვცა­დეთ.

მა­ნა­ნა გრძე­ლიშ­ვი­ლი - სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ­-თა­ნამ­შრო­მე­ლი: სე­ზონ­ზე სა­ბა­ნაო წყლე­ბის კონ­ტროლს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ლა­ბო­რა­ტო­რია ახორ­ცი­ე­ლებს. ჩვენ კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია ვართ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მხო­ლოდ 2006-07 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი გვაქვს. მა­შინ თბი­ლი­სის ზღვა­ზე მიკ­რო­ბუ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის კე­რა აღ­მოჩ­ნდა, კუს ტბა­ზე კი - მიკ­რო­ბუ­ლი და პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის.

თა­მარ მაღ­ლა­კე­ლი­ძე, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე: რო­გორც კი სა­ბა­ნაო სე­ზო­ნი დგე­ბა, მა­ი­სი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე წყლის ხა­რისხს ვა­მოწ­მებთ. ბო­ლო სინ­ჯე­ბი თბი­ლი­სის ზღვა­ზე, ლი­სი­სა და კუს ტბებ­ზე ივ­ლი­სის ბო­ლოს ავი­ღეთ, გა­კეთ­და რო­გორც ქი­მი­უ­რი, ისე მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი. ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზით 23 ინ­გრე­დი­ენ­ტი გა­ნი­საზღ­ვრა, ყვე­ლა ნორ­მა­ში­ა, მხო­ლოდ ლი­სის ტბა­ზეა მო­მა­ტე­ბუ­ლი ჰიდ­რო­კარ­ბო­ნა­ტე­ბი, სულ­ფა­ტე­ბი და კალ­ცი­უ­მი, რაც ამ ტბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია და სა­გან­გა­შო არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ას, კუს ტბა­სა და თბი­ლი­სის ზღვა­ზე მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ნორ­მა­ში­ა, ლი­სის ტბა­ზე კი ნორ­მა­ზე 1,3 ჯერ მე­ტი ე-ცო­ლი-ს ბაქ­ტე­რია აღ­მოჩ­ნდა, რაც წი­ნა თვე­ში არ ყო­ფი­ლა. ამის მი­ზე­ზი, შე­საძ­ლო­ა, ლი­სის ტბის ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ძოვ­რე­ბი იყოს.

ნი­ნო ჩხო­ბა­ძე, ექ­სპერ­ტი, "მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე: - სა­ბა­ნაო წყლე­ბის სტან­დარ­ტთან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნა სა­ნი­ტა­რიუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ფუნ­ქცი­ა­ა, რო­მე­ლიც დღემ­დე გა­უქ­მე­ბუ­ლი­ა. რაც შე­ე­ხე­ბა წყლის სი­სუფ­თა­ვეს, ამ ტბებ­ში ის მეტ­-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რი­ა, თუმ­ცა, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის ზღვა­ში მის ახ­ლოს, პირ­ვე­ლი­ვე ზო­ნა­ში ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბის სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო წყლე­ბი ჩა­ე­დი­ნე­ბა. ასე­ვე პრობ­ლე­მაა ნა­პირ­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით დაყ­რი­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი.

ვი­ტა­ლი ხა­რაშ­ვი­ლი, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტ-პე­დი­ატ­რი: - ზაფ­ხუ­ლო­ბით, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბი­სას, წყლის მო­ცუ­ლო­ბა იკ­ლებს, მიკ­რო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს და მი­სი და­ბინ­ძუ­რე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა, მით უმე­ტეს, თუ ამას სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც ემა­ტე­ბა.. ე-ცო­ლი-ს ინ­დექ­სით სას­მე­ლი წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რის­ხი იზო­მე­ბა; მი­სი მა­ტე­ბი­სას ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის კე­რა ჩნდე­ბა, წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბა იწ­ვევს ისეთ სა­შიშ ნაწ­ლა­ვურ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა სალ­მო­ნე­ლო­ზი, ამე­ბი­ა­ზი და სხვ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია