გორის "დილას" ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრის შანსი აქვს!

 გორის "დილას" ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრის შანსი აქვს!

22 აგვისტოს გორის "დილამ" ავსტრიაში, ვენის "რაპიდთან" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი გამართა.

გიორგი დევდარიანის შეგირდები, რომლებმაც სტუმრად მეორე ნომრად თამაში არჩიეს, მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდნენ, რაც საპასუხო შეხვედრის წინ არცთუ ურიგო შედეგია.

ნუკრი რევიშვილის კარი შაუბმა 42-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ დალაშქრა. დასანანია, რომ მანამდე გოლის გატანის კარგი შანსი გრიგოლ დოლიძემ ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმიც, პირველის მსგავსად, ავსტრიელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. რამდენჯერმე გამოავლინა თავისი მაღალი კლასი გორელთა მეკარემ და შედეგად, მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.

საპასუხო შეხვედრა "დილასა" და "რაპიდს" შორის 29 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. გორელთა ამოცანა - მოხვდნენ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, არცთუ არარეალური ჩანს.

იხილეთ ვიდეო

sportall.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია