რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დააკავეს. სოფელ ზეღდულეთის მაცხოვრებლები, ცოლ-ქმარი ნანა ვანიშვილი და

ალექსანდრე ცერცვაძე და ირაკლი მერებაშვილი შეიარაღებულმა პირებმა მეზობელი სოფლისკენ მიმავალ გზაგზე დააკავეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ცერცვაძესა და ვანიშვილს თან მცირეწლოვანი შვილიც ახლდათ, თუმცა მშობლების დაკავებისას 6 წლის დავით ცერცვაძე შეიარაღებულმა რუსებმა სოფლის მიმართულებით გაუშვეს. ცოლ-ქმარ ცეცრვაძეებს შინ მიცვალებული ყავთ. გარდაცვლილის ერთადერთი ჭირისუფლები კი დაკავებულები არიან.

სოფლის გამგებელი ზაზა მუზაშვილი აცხადებს, რომ ეს ფაქტი მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. დაკავებულების ახლობლები და მეზობლები საქართველოს ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს დაკავებულების გასათავისუფლებად აქტიურ მოქმედებებს სთხოვენ და ოსურ მხარესაც მიმართავენ დაკავებული ჭირისუფლები გაათავისუფლონ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო 2 თვეში 7 ადამიანია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?