ვენაში დაკავებული ოთხი ქართველი გულშემატკივრიდან ორი გაათავისუფლეს

 ვენაში დაკავებული ოთხი ქართველი გულშემატკივრიდან ორი გაათავისუფლეს

გორის "დილასა" და ვენის "რაპიდის" შეხვედრის შემდეგ პოლიციის წარმომადგენლებმა ოთხი ქართველი დააკავეს. როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება, პოლიციელები სტადიონზე შევიდნენ და იმ ადგილების შემოწმება დაიწყეს, რომელიც ქართველი გულშემატკივრების ჰქონდა დაკავებული. არსებობდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის შესაძლოა, კრიმინალში ეჭვმიტანილი პირები ყოფილიყვნენ.

ოთხი დაკავებულიდან ერთ-ერთი ვენაში არალეგალურად იმყოფებოდა და ის საემიგრაციო სამსახურს გადაცეა. კიდევ ერთ პირს კი, ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩნდა. დანარჩენი ორი ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია.

გორის "დილას" მთავარი მწვრთლის, გიორგი დევდარიანის განცხადებით, შემოწმება გუნდთან არაფერ კავშირშია.

"ქართველები იყვნენ საგულშემატკივროდ მოსულები და ისხდნენ ერთ სექტორში. იმ სექტორს პოლიციამ დაარტყა წრე და გულშემატკივრების შემოწმება ჩაატარეს ძალიან უხეში ფორმით," - აცხადებს დევდარიანი.

როგორც ვენაში საქართველოს კონსულმა, დავით ჩაჩავამ "რუსთავი2"-ს განუცხადა, თამაშის შემდეგ მოხდა ოთხი პირის დაკავება. "ერთი არის დაკავებული, როგორც არალეგალურად მყოფი და გადაცემულია საემიგრაციო სამსახურის, კიდევ ერთ პირს ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩნდა", - აცხადებს კონსული.

მისი თქმით, ოპერაცია ავსტრიის კრმინალურმა პოლიციამ ჩაატარა, მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ თამაშზე კრიმინალები იმყოფებოდნენ და სადმე არ გაპარულიყვნენ, კორდონი გააკეთს, კორდონში გამოატარეს ყველა და შეუმოწმეს დოკუმენტაცია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ