რა­ტომ იკარ­გე­ბი­ან ტუ­რის­ტე­ბი

რა­ტომ იკარ­გე­ბი­ან ტუ­რის­ტე­ბი

ბო­ლო ხანს, უმე­ტე­სად სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალ­მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, გახ­შირ­და ტუ­რის­ტე­ბის და­კარ­გვი­ს ფაქ­ტე­ბი. სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თით­ქმის დღე­გა­მოშ­ვე­ბით გვამ­ცნო­ბენ, რომ ლენ­ტეხ­ში, მეს­ტი­ა­სა თუ შა­ტილ­ში ტუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი და­ი­კარ­გა, და­შავ­და ან სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა... ტუ­რის­ტე­ბის მომ­რავ­ლე­ბას­თან ერ­თად ქარ­თველ მაშ­ვე­ლებ­საც მო­ე­მა­ტათ საქ­მე და შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტში ორი ქვე­და­ნა­ყო­ფი შე­იქ­მნა (ყაზ­ბეგ­სა და მეს­ტი­ა­ში) და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის დახ­მა­რე­ბის დრო­უ­ლად აღ­მო­სა­ჩე­ნად. აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მა­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლე" შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მაშ­ვე­ლო მომ­ზა­დე­ბი­სა და რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს გი­ორ­გი ძაგ­ნი­ძეს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ბო­ლო ხანს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გახ­შირ­და უცხ­ო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის და­კარ­გვის ფაქ­ტე­ბი. რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ამის მი­ზე­ზი, პირ­ველ რიგ­ში, ტუ­რის­ტე­ბის სიმ­რავ­ლე­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში. მე­ო­რე - ისი­ნი, რო­გორც წე­სი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით, ინ­ტერ­ნე­ტით გა­დას­ცე­მენ ერ­თმა­ნეთს რა­ღაც მარ­შრუ­ტებს, რაც თვი­თონ გა­ი­ა­რეს და ნა­ხეს. შე­საძ­ლო­ა, ეს მარ­შრუ­ტე­ბი რე­ა­ლუ­რი არ არის და ტუ­რის­ტე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის უზუს­ტო­ბის გა­მო იკარ­გე­ბი­ან. გახ­შირ­და და­შა­ვე­ბის ფაქ­ტე­ბიც - მთა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, ფე­ხი გა­და­გიბ­რუნ­დეს და და­შავ­დე. ამის ბრა­ლია ისიც, რომ ზოგ­ჯერ ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ან იქ, სა­დაც არ უნ­და მი­დი­ოდ­ნენ. მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბა ცო­ტა რთუ­ლი­ა, ამის მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს. ყვე­ლამ, უცხ­ო­ე­ლი იქ­ნე­ბა თუ ად­გი­ლობ­რი­ვი, რე­ა­ლუ­რად უნ­და შე­ა­ფა­სოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და არ უნ­და გა­უ­თა­მამ­დეს მთას. არ უნ­და გე­გო­ნოთ, რომ მთა მხო­ლოდ ლა­მა­ზი, მწვა­ნე და­ სა­ინ­ტე­რე­სო­ა. მთა­ში იოლი არა­სო­დეს არა­ფე­რი­ა, ფე­ხის ერ­თ გა­დაბ­რუ­ნე­ბასაც კი საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გი მო­აქვს.

- ტუ­რის­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­რის­კო ზო­ნა რო­მე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ყვე­ლა მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნი თა­ვი­სე­ბუ­რი რის­კის შემ­ცვე­ლი­ა. ვერ იტყ­ვი, სვა­ნე­თი უფ­რო მკაც­რია თუ თუ­შე­თი. ამიტომ ყო­ველ­თვის ყუ­რადღ­ე­ბით უნ­და იყო.

ა­მას წი­ნათ ჩვენ­მა ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა მყინ­ვარ­წვე­რი­დან, უფ­რო სწო­რად, ყაზ­ბე­გი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი. ცნო­ბი­ლი­ა, რომ მთა­ში ჟან­გბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბა­ა, რა­საც ტუ­რის­ტე­ბი ვერ უძ­ლე­ბენ. ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და... ბევრს გზაც ებ­ნე­ვა, ნის­ლი ძა­ლი­ან მზაკ­ვა­რი­ა, ვე­რა­ფერს ხე­დავ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს ჰგავს და თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა და­ი­კარ­გო. ა­ჯო­ბებს ტუ­რის­ტებ­მა თან ატა­რონ ჯი­პი­ე­სე­ბი, იქო­ნი­ონ ზუს­ტი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი, იცოდ­ნენ, სად მი­დი­ან და სად დაბ­რუნ­დე­ბი­ან. ბო­ლო შემ­თხვე­ვა, რო­მელ­შიც ჩვე­ნი ქვე­და­ნა­ყო­ფი ჩა­ე­რი­ა, შხა­რა­ზე იყო - პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტი და­გორ­და, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა.

- რა­ი­მე უჩ­ვე­უ­ლო შემ­თხვე­ვას ხომ ვერ გა­იხ­სე­ნებ­დით თქვე­ნი სა­მაშ­ვე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან?

- ხში­რად გვი­წევს ადა­მი­ა­ნე­ბის ღა­მით ძებ­ნა.­ ერ­თხელ თეთ­რიწყ­ა­როს რა­ი­ონ­ში ტყე­ში და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფს ვე­ძებ­დით... დათ­ვთან და ოთხ მგელ­თან ერ­თად. ისი­ნიც ჩვენ­თან ერ­თად და­დი­ოდ­ნენ და ეძებ­დნენ, ოღონდ, რო­გორც საკ­ბი­ლოს... ბო­ლოს ფარ­ნე­ბისა და მაშ­ვე­ლე­ბის სიმ­რავ­ლემ და­აფ­რთხო მტა­ცებ­ლე­ბი.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია