"ე­ნით გა­მო­უთ­ქმე­ლი გრძნო­ბა­ა, რო­ცა მი­წას სწყდე­ბი"

"ე­ნით გა­მო­უთ­ქმე­ლი გრძნო­ბა­ა, რო­ცა მი­წას სწყდე­ბი"

აფ­რე­ნა, ცა­ში აჭ­რა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­გან თავ­დაღ­წე­ვის გზაც არის, - ამ­ბობს მფრი­ნა­ვი-­პა­რაპ­ლა­ნის­ტი ირაკ­ლი კა­პა­ნა­ძე და სპორ­ტის ამ ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, თუნ­დაც ფი­ზი­კუ­რი - არ სჭირ­დე­ბა, შრო­მაა სა­ჭი­რო. ფრე­ნა უნ­და გა­ინ­ტე­რე­სებ­დეს, გი­ტა­ცებ­დეს. ცა­ში აჭ­რა უფ­რო უნ­და გინ­დო­დეს, ვიდ­რე ვე­ლო­სი­პე­დით სი­ა­რუ­ლი ან კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში. თუ ადა­მი­ანს გაფ­რე­ნა აინ­ტე­რე­სებს, ან პა­რაპ­ლანს იპო­ვის, ან დელ­ტაპ­ლანს, ან სა­ჰა­ე­რო ბურთს და... იფ­რენს. პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნა სულ რამ­დე­ნი­მე კაც­მა და­ვიწყ­ეთ, ახ­ლა კარ­გი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 20 მფრი­ნა­ვი გვყავს, 50-მდე კი ისე­თი, ვი­საც ფრე­ნა შე­უძ­ლი­ა.

- რა არის სა­ჭი­რო გა­საფ­რე­ნად, ქა­რის ნა­კადს უნ­და გაჰ­ყვე?

- ჰა­ე­რის, ქა­რის აღ­მა­ვა­ლი ნა­კა­დი უნ­და იპო­ვო, ამ ნა­კად­ში დატ­რი­ალ­დე, სი­მაღ­ლე აკ­რი­ფო და მე­რე მე­ო­რე აღ­მა­ვალ ნა­კად­ში გა­დახ­ვი­დე. სირ­თუ­ლე ის არის, რომ ნა­კა­დე­ბი ყველ­გან შენს ნე­ბა­ზე არ არის, მი­სას­ვლე­ლი გზა რთუ­ლი სა­პოვ­ნე­ლი­ა, ათას­გვა­რი პი­რო­ბი­თო­ბაა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

- პირ­ვე­ლი გაფ­რე­ნა ინ­სტრუქ­ტორ­თან ერ­თად ხდე­ბა?

- ჯერ ინ­სტრუქ­ტორ­თან ერ­თად, მე­რე, თუ პი­ლოტს გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბა უნა­რი და ჩვე­ვა, თვი­თონ უნ­და მიხ­ვდეს, პა­რაპ­ლა­ნი რო­დის რას აკე­თებს, და რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, თუ ამინ­დიც ხელს უწყ­ობს, შე­უძ­ლია მარ­ტო გაფ­რინ­დეს.

- საფ­რე­ნი ამინ­დი რო­გო­რი­ა?

- ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა მი­ზა­ნი აქვს პა­რაპ­ლა­ნისტს. დიდ მან­ძილ­ზე ფრე­ნას თა­ნა­ბარ და ზო­მი­ერ ქარ­ში ვერ შეძ­ლებ, ამას ძლი­ე­რი ნა­კა­დი სჭირ­დე­ბა. ისე არ არის, რომ შენს ნე­ბა­ზე, ნარ­ნა­რად იფ­რი­ნო, სულ და­ძა­ბუ­ლი ხარ, თან გა­ჯან­ჯღა­რებს. რო­ცა გა­სარ­თო­ბად დაფ­რი­ნავ, ზო­მი­ე­რი ქა­რი ყვე­ლა­ფერს სჯობს, აფ­რინ­დე­ბი და გგო­ნი­ა, ზღვა­ზე ლივ­ლი­ვებ.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი გაფ­რე­ნა თუ გახ­სოვთ, რა გა­ნი­ჭებთ ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას?

- შე­უ­და­რე­ბე­ლი, ენით აუ­წე­რე­ლი გან­ცდა­ა, რო­ცა მი­წას სწყდე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბას გრძნობ... პირ­ვე­ლად პა­რაპ­ლა­ნით გუ­და­ურ­ში გავ­ფრინ­დი 1996 წელს.

- შე­ჯიბ­რე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მთა­ვა­რი მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­მაღ­ლის მიღ­წე­ვა­ა?

- ყვე­ლა შე­ჯიბ­რე­ბას თა­ვი­სი ამო­ცა­ნა აქვს, რო­მე­ლიც თითოეულმა მფრი­ნავ­მა უნ­და შე­ას­რუ­ლოს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი ის არის, ვინც ამ ამო­ცა­ნას უფრო სწრა­ფად ას­რუ­ლებს. ახ­ლა ყვე­ლა­ზე მაღ­ლა აფ­რე­ნა მთა­ვა­რი აღარ არის, არც ის, ვინ გაძ­ლებს ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს ჰა­ერ­ში. ზოგ სა­ნა­პი­რო ზოლ­ში 16-18 სა­ა­თი უბე­რავს ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნა­ბა­რი სიჩ­ქა­რის ქა­რი და პა­რაპ­ლა­ნისტს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია დიდ­ხანს ილივ­ლი­ვოს.

- პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი ად­გი­ლი სად არის?

- ბევ­რგან, ფრე­ნა შე­იძ­ლე­ბა ქო­ბუ­ლეთ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ბოლ­ნის­ში, აე­როდ­რომ­თან ახ­ლოს, ასე­ვე გუ­და­ურ­ში, სიღ­ნაღ­ში, ალაზ­ნის ველ­ზე, თბი­ლი­სის ზღვას­თან.... მაგ­რამ ად­გი­ლი მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი უნ­და იყოს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ გზა მი­დი­ო­დეს, მთლად უკაც­რი­ე­ლიც არ იყოს, ორი კა­კა­ლი კა­ცი მა­ინც უნ­და და­ი­ა­რე­ბო­დეს, ხომ შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე დაგ­ჭირ­დეს და აბუ­ლის მთა­ზე ასუ­ლი უკან ხომ არ გა­მო­იქ­ცე­ვი, სახ­ლში რა­ღაც დამ­რჩა­ო?

- ვინ აკონ­ტრო­ლებს სპორ­ტის ამ ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბას? თუ არ­სე­ბობს უსაფ­რთხო­ე­ბის ნორ­მე­ბი?

- ექ­სტრე­მა­ლუ­რი მა­შინ არის, რო­ცა ფრე­ნა კარ­გად არ იცი და მა­ინც დაფ­რი­ნავ, ბო­ლომ­დე ურის­კო კი მშვი­დად ტახ­ტზე წა­მო­წო­ლა და ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა­ა. თუ ხი­ფა­თი­ა­ნო­ბას გუ­ლის­ხმობთ, საფ­რთხე მა­ში­ნაც იზ­რდე­ბა, რო­ცა მძღოლს ავ­ტო­მან­ქა­ნა წეს­რიგ­ში არ ჰყავს, ზო­მა­ზე მე­ტად რის­კავს, ასეა პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც. ხი­ფათს უნ­და გა­ე­რი­დო, რა­ტომ უნ­და იფ­რი­ნო ქა­ლა­ქის ან მა­ღა­ლი ძაბ­ვის ხა­ზის თავ­ზე? ყვე­ლა­ფე­რი უნ­და აწონ­-და­წო­ნო, რის­კი შე­ა­ფა­სო. რა­ბა­თის ცი­ხის თავ­ზეც მიფ­რე­ნი­ა, მაგ­რამ იქამ­დე ტე­რი­ტო­რია მის­ხალ­-მის­ხალ შე­ვის­წავ­ლეთ, რომ საფ­რთხე არა­ვის­თვის შეგ­ვექ­მნა. ამი­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია