და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვლინ­დე­ბა

და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვლინ­დე­ბა

და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წლის წინ და­ა­ვა­დე­ბა ვი­ტი­ლი­გო­ზე ვწერ­დით, მაგ­რამ ბო­ლო დროს შემ­თხვე­ვა­თა მა­ტე­ბა აშ­კა­რად შე­იმ­ჩნე­ვა, ამი­ტომ რამ­დე­ნი­მე კითხ­ვით კვლავ დერ­მა­ტო­ლოგ ლია ჭი­თა­ნა­ვას მივ­მარ­თეთ.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლი­ა, რა­ტომ იმა­ტა ვი­ტი­ლი­გოს შემ­თხვე­ვებ­მა, რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ვი­ტი­ლი­გოს შემ­თხვე­ვებ­მა მარ­თლაც იმა­ტა. ამის მი­ზე­ზე­ბია ცუ­დი ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო, სტრე­სი, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, ტრავ­მა. და­ა­ვა­დე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა შე­უძ­ლია მზის­გან დამ­წვრო­ბა­საც. სწო­რედ ამი­ტომ წელს შე­იქ­მნა "ვი­ტი­ლი­გოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა" პრო­ფე­სორ ნი­ნო ცის­კა­რიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

- ამ სა­ზო­გა­დოე­ბის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბრძან­დე­ბით, რას ურ­ჩევ­დით ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს?

- ვი­ტი­ლი­გო კა­ნის იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა­ა, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვლინ­დე­ბა სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა უბან­ზე. სი­ცოცხ­ლის­თვის საფ­რთხეს არ წარ­მო­ად­გენს, სა­მა­გი­ე­როდ, პა­ცი­ენტს დის­კომ­ფორტს უქ­მნის ეს­თე­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, მით უფ­რო, თუ ლა­ქე­ბი სა­ხი­სა და კის­რის არე­ში ჩნდე­ბა. ამი­ტომ მცი­რე ზო­მის ლა­ქე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ადა­მი­ან­მა უნ­და მი­მარ­თოს სპე­ცი­ა­ლისტს. "ვი­ტი­ლი­გოს სა­ზო­გა­დოე­ბა­ში" ტარ­დე­ბა გა­მოკ­ვლე­ვა, დი­აგ­ნოს­ტი­კა. თუ და­ა­ვა­დე­ბა საწყ­ის სტა­დი­ა­ზე­ა, მი­სი შე­ჩე­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე პრე­პა­რა­ტე­ბით უკ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა.

- უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლად დაგ­ვი­ხა­სი­ა­თეთ ეს და­ა­ვა­დე­ბა.

- ვი­ტი­ლი­გო კა­ნის პიგ­მენ­ტა­ცი­ის უნა­რის და­კარ­გვა­ა, რაც თეთ­რი, რძის­ფე­რი ლა­ქე­ბის წარ­მოქ­მნით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ლა­ქე­ბი უმე­ტე­სად ხი­ლულ ად­გი­ლებ­ზე ჩნდე­ბა და ამის გა­მო ადა­მი­ან­ში ძლი­ერ ფსი­ქო­ლო­გი­ურ დის­კომ­ფორტს იწ­ვევს. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გარ­და, ვი­ტი­ლი­გოს მი­ზე­ზე­ბად არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა და კუჭ­-ნაწ­ლა­ვის პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც მი­იჩ­ნე­ვა. რო­გორც უკ­ვე გითხ­ა­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მკურ­ნა­ლო­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე დაწყ­ე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბას კარ­გად ემორ­ჩი­ლე­ბი­ან ბავ­შვე­ბი. მე­დი­კო­სე­ბი ვი­ტი­ლი­გოს აუ­ტო­ი­მუ­ნურ და­ა­ვა­დე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბია გე­ნე­ტი­კუ­რი, ფსი­ქო­-ე­მო­ცი­უ­რი ტრავ­მე­ბი, ინ­ფექ­ცი­ე­ბი, სი­ფი­ლი­სი, ჭი­ე­ბით ინ­ვა­ზი­ა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ფა­რი­სებ­რი და სას­ქე­სო ჯირ­კვლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

- ზო­გი­ერთ პა­ცი­ენტს ვი­ტი­ლი­გო ორ­სუ­ლო­ბი­სას ეწყ­ე­ბა.

- ორ­სუ­ლო­ბა ისე­დაც სტრე­სია ორ­გა­ნიზ­მის­თვის და თუ ამ პე­რი­ოდ­ში ქალ­მა ნერ­ვიუ­ლი სტრე­სი გა­და­ი­ტა­ნა, შე­საძ­ლო­ა, ამ და­ა­ვა­დე­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ ფაქ­ტო­რად იქ­ცეს. მაგ­რამ ალ­ბათ ორ­გა­ნიზმს ერ­თგვა­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბაც ჰქონ­და.

- რა ასა­კის პა­ცი­ენ­ტებ­ში გვხვდე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა?

- შე­სა­ძ­ლოა გა­მოვ­ლინ­დეს რო­გორც 10 წლის, ასე­ვე 30 წლის ასაკ­შიც. გვხვდე­ბა ორი­ვე სქეს­ში. არის თან­და­ყო­ლი­ლი ვი­ტი­ლი­გოც, ხან­ში შე­სუ­ლებ­ში იშ­ვი­ა­თია - სიხ­ში­რე მხო­ლოდ 1%-ს აღ­წევს.

- რო­გო­რია ძი­რი­თა­დი სიმ­პტო­მე­ბი?

- თუ უბა­ნი ან­თე­ბი­თი არ არის, ქა­ვი­ლი იშ­ვი­ა­თი­ა. ახა­სიათებს ტი­პუ­რი ლო­კა­ლი­ზა­ცია ანუ ლა­ქე­ბი ჩნდე­ბა თვა­ლე­ბი­სა და პი­რის ირ­გვლივ, თი­თებ­ზე, იდაყ­ვებ­ზე, მუხ­ლებ­ზე, გა­რე­თა სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ებ­ზე, ზურ­გის ქვე­და ნა­წილ­ში. თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბია დე­პიგ­მენ­ტა­ცია და თმის ნა­ად­რე­ვი გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ამ და­ა­ვა­დე­ბის­გან სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბა?

- ვი­ტი­ლი­გო ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­ა, აქვს სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის პე­რი­ო­დიც. პა­ცი­ენ­ტე­ბის 30%-ს შე­საძ­ლოა პიგ­მენ­ტა­ცია აღუდ­გეს, ამი­ტომ მკურნა­ლო­ბი­სას ხე­ლი არ უნ­და ჩა­იქ­ნი­ონ. ამ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ზოგ­ჯერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა და ზოგ პა­ცი­ენტს მოთ­მი­ნე­ბა არ ჰყოფ­ნის. ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, რომ ხში­რად ძვე­ლი პიგ­მენ­ტუ­რი უბ­ნე­ბი აღ­დგე­ნას იწყ­ე­ბს და პრო­ცე­სი ჩერ­დე­ბა.

- რო­გო­რია ვი­ტი­ლი­გოს მკურ­ნა­ლო­ბის მეთოდები?

- მკურ­ნა­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია პიგ­მენ­ტა­ცი­ის აღ­დგე­ნა. არ­სე­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი და ზო­გა­დი მოხ­მა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბი და აბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყ­ობს პიგ­მენტ მე­ლა­ნი­ნის წარ­მოქ­მნას. მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს აგ­რეთ­ვე ზო­გად და ად­გი­ლობ­რივ ვი­ტა­მი­ნო­თე­რა­პი­ას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ნის დაც­ვა მზის­გან, ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტებს ენიშ­ნე­ბათ მზის დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მათ უნ­და ახ­სოვ­დეთ, რომ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნი სწრა­ფად იღებს დამ­წვრო­ბას, ამი­ტომ მზის გულ­ზე არ უნ­და ია­რონ და ეცა­დონ და­ი­ფა­რონ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უბ­ნე­ბი.

- სხე­უ­ლი­დან ლა­ქე­ბი ქრე­ბა თუ ფერ­მკრთალ­დე­ბა?

- ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია პა­ცი­ენ­ტის ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მა. ვი­ტი­ლი­გოს პა­თო­გე­ნეზ­ში დიდ როლს თა­მა­შობს ჰი­პო­ფი­ზი­სა და სას­ქე­სო ჯირ­კვლე­ბის დის­ფუნ­ქცი­ა, ამი­ტომ, თუ საკ­ვერ­ცხე­ე­ბი­სა და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ე­ბი მო­წეს­რიგ­დე­ბა და დერ­მა­ტო­ლო­გიც სწო­რად იმოქ­მედებს, შე­დე­გი და­დე­ბი­თი­ა. შე­საძ­ლო­ა, რე­მი­სია რამ­დე­ნი­მე წე­ლი გაგ­რძელ­დეს, ძვე­ლი პიგ­მენ­ტე­ბი აღ­დგეს და პრო­ცე­სი შე­ჩერ­დეს, ეს უკ­ვე კარ­გი შე­დე­გი­ა. ვი­მე­ო­რებ, ვი­ტი­ლი­გო ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­ა, 100%-ია­ნი გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ თუ ახა­ლი კე­რე­ბი არ წარ­მო­იშ­ვა, ეს უკ­ვე დი­დი მიღ­წე­ვა­ა.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს შეატყობინებს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ - რაზე მუშაობენ Apple და Google

31 წლის განმავლობაში პირველად, 9 აპრილის მემორიალთან ხალხი არ არის - ფოტოები რუსთაველის გამზირიდან

"ვარდისფერი სავსე მთვარის“ ფოტოები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან