რო­გორ ის­წავ­ლეს მან­ქა­ნის მარ­თვა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ და ახა­ლა­ი­ას პრეს­მდი­ვან­მა

რო­გორ ის­წავ­ლეს მან­ქა­ნის მარ­თვა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ და ახა­ლა­ი­ას პრეს­მდი­ვან­მა

ავ­ტო­ინ­სტრუქ­ტო­რი ომარ ტო­ლი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში არა­ერ­თი კუ­რი­ო­ზის მოწ­მე გამ­ხდა­რა. სწო­რედ ამ კუ­რი­ო­ზებს უამ­ბობს ის "ყვე­ლა სი­ახ­ლის" მკითხ­ველს:

- უფ­რო მე­ტად ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის შესწავლის მსურ­ვე­ლი ქა­ლე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლან კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. 12 წლის წინ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცო­ლის­დას ვას­წავ­ლი­დი. ერ­თხელ ორ­თა­ჭა­ლი­დან მოვ­დი­ო­დით და გე­ზი მტკვრის­კენ აი­ღო. ხმას არ ვი­ღებ­დი. რო­ცა და­ჯა­ხე­ბის საფ­რთხე შე­იქ­ნა, ვკითხ­ე, მარ­ცხნივ რა­ტომ არ უხ­ვევ­-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, რო­დის მითხ­ა­რი, მო­უხ­ვი­ე­ო... იმა­საც მე­კითხ­ე­ბი­ან, მან­ქა­ნა რომ გა­ფუჭ­დე­ბა, რო­გორ უნ­და მივ­ხვდე­ო. ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ ქა­ლე­ბი მარ­ცხნივ მოხ­ვე­ვი­სას მარ­ცხნივ არ იყუ­რე­ბი­ან, მარ­ჯვნივ მოხ­ვე­ვი­სას კი - მარ­ჯვნივ. მოკ­ლედ, გზა­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბას მთლი­ა­ნად ვერ ახ­დე­ნენ. ამას წი­ნათ ერ­თი ქა­ლი წი­თელ­ზე გა­დი­ო­და, ვკითხ­ე, შუქ­ნი­შანს რა­ტომ არ უყუ­რებ­-მეთ­ქი. იცით, რა მითხ­რა? მი­დი რა, შენ უყუ­რე, მე რამ­დენ რა­მეს უნ­და ვუ­ყუ­რო­ო... ხომ სა­სა­ცი­ლო­ა? ერ­თი მოს­წავ­ლე მყავ­და, რი­ტა, 70 წლის იყო და მარ­თა­ლი გითხ­რათ, მარ­თვა სწრა­ფად ის­წავ­ლა. გა­და­სას­ვლელ­ზე ხალხი რომ გა­და­დი­ოდ­ა, ხელს უქ­ნევ­და და ყვიროდა: "ა­ტა­ი­დი, ატა­ი­დი!" ვკითხ­ე, ტორ­მუზს რა­ტომ არ აწ­ვე­ბი-­მეთ­ქი და, მო­ი­ცა, კა­ცო, მა­გის დარ­დი მაქ­ვსო?!. ერ­თხელ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი ჩვენ წინ ჩერ­დე­ბო­და, მა­ში­ნაც ქა­ლი ატა­რებ­და მან­ქა­ნას და ატე­ხა ყვი­რი­ლი - "ვაი, ვა­ი"!.. ამას რომ ყვი­რი, მან­ქა­ნა გა­ჩერ­დე­ბა? გა­ჩე­რე­ბას ტორ­მუზ­ზე ფე­ხის და­ჭე­რა უნ­და. სო­ფო მო­სი­ძეს ტა­რე­ბა მე ვას­წავ­ლე, მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე­საც... იცით, რა სწრა­ფად აით­ვი­სეს? ეს იმი­ტომ, რომ ყო­ჩა­ღე­ბი არი­ან. ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, სა­ლო­მე მა­ხა­რა­ძეც ჩემს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და­დი­ო­და, ხა­თუ­ნა იო­სა­ვაც. იმი­ტომ სწავ­ლო­ბენ იო­ლად, რომ თა­ვი­სუფ­ლად სხე­დან ავ­ტო­მო­ბილ­ში, არა­ფე­რი აღელ­ვებთ. მარ­თვის მოწ­მო­ბა პირ­ვე­ლი­ვე ცდა­ზე აი­ღეს. მთა­ვა­რი­ა, ადა­მი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი არ იყოს. ერ­თი მოს­წავ­ლე მყავ­და, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იტა­ლი­უ­რი ენის ლექ­ტო­რი. 25-ე გაკ­ვე­თი­ლი იყო და სა­ზურ­გეს არ ეყ­რდნო­ბო­და, და­ძა­ბუ­ლი იჯ­და. რამ­დე­ნი არ ვე­ჩი­ჩი­ნე, მაგ­რამ არ მი­ე­ყუ­და, მა­გის თა­ვი არ მაქ­ვსო. 27-ე გაკ­ვე­თილ­ზე უკ­ვე და­ვი­ნა­ხე, რომ მო­ეშ­ვა, სა­ზურ­გე­საც მი­ეყ­რდნო, თქვა, წე­ლი მეტ­კი­ნა­ო. ზუს­ტად იმ დღი­დან და­იწყო ტა­რე­ბის სწავ­ლა (ი­ცი­ნის)... ერ­თი მოს­წავ­ლე ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმას არ იღებ­და, მუნ­ჯი მე­გო­ნა. მე­რე ორ­მეტ­რი­ა­ნი ენა გად­მო­აგ­დო და ვე­ღარ ვა­ჩე­რებ­დი. რომ გიხ­სნი­დი, რა­ტომ არ მპა­სუ­ხობ­დი-­მეთ­ქი და, ეს ორი კვი­რა ისე­თი და­ძა­ბუ­ლი ვი­ჯე­ქი, რას მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, არა­ფე­რი მეს­მო­და­ო... ზო­გი ისე ნერ­ვი­უ­ლობს, ცხვირ­ზე ბუ­ზი რომ და­აჯ­დეს, სა­ჭეს ხელს არ გა­უშ­ვებს და არ ააფ­რენს იმ ბუზს. ვინც სა­უ­ბარ­ში მხარს მი­ბამს და და­ძა­ბუ­ლი არა­ა, სწრა­ფად სწავ­ლობს. თუ ადა­მი­ა­ნი თა­მა­მი­ა, სწავ­ლის დაწყ­ე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ მან­ქა­ნა­ში მუ­სი­კა­საც ვუს­მენთ და ვმღე­რით კი­დეც. სა­ერ­თოდ, რა­საც გზა­ზე ვუხ­სნი, ის უმე­ტე­სო­ბას თე­ო­რი­უ­ლად ნას­წავ­ლი არა აქვს. არა­და, წიგ­ნში ამო­კითხ­ულს პრაქ­ტი­კა­ში რომ გა­მო­ი­ყე­ნებ, ის არ სჯო­ბი­ა? ჩე­მი აზ­რით, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი ის არის, რომ ადა­მი­ანს კი არ უნ­და ეჩხ­უ­ბო, პი­რი­ქით, უნ­და მო­ე­ფე­რო. ზოგ­ჯერ ქა­ლე­ბი ქმრებ­თან ერ­თად მო­დი­ან და ვხე­დავ, კა­ცე­ბი რო­გორ უყ­ვი­რი­ან, დე­ბი­ლო, ამას რო­გორ ვერ აკე­თე­ბო. ვე­უბ­ნე­ბი, აბა, გა­დახ­ტი მან­ქა­ნი­დან, რა­ტომ ეჩხ­უ­ბე­ბი, შენ პირ­ვე­ლი­ვე დაჯ­დო­მა­ზე ის­წავ­ლე-­მეთ­ქი? მე­რე კი აღი­ა­რე­ბენ, მარ­თა­ლი ხა­რო...

ეკა აბაშიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია