ძლიერი წვიმის გამო, ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013-ის ფინალური კონცერტი აღარ გაიმართა

ძლიერი წვიმის გამო, ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013-ის ფინალური კონცერტი აღარ გაიმართა

ბათუმში, ძლიერი წვიმის გამო, მუსიკალური ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013-ის მესამე დღე, ფინალური კონცერტი და დახურვის ცერემონიალი აღარ გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფესტივალის პიარ-მენეჯერმა ნიკა დვალიძემ განუცხადა, დღეს ბათუმში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დააზიანა სცენა და საფესტივალო ქალაქი, რის გამოც BATUMI SUMMER SET FEST 2013-ის დახურვის ცერემონიალი დღეს აღარ გაიმართება.

ნიკა დვალიძის განცხადებით, ყველა მელომანს, რომელსაც დღევანდელი კონცერტისთვის ბილეთები ჰქონდა შეძენილი, შეუნარჩუნდებათ და ფესტივალის მესამე დახურვის ცერემონიალი სექტემბრის თვეში გაიმართება.

რაც შეეხება თავად მუსიკალურ ფესტივალს, ის 22 აგვისტოს გაიხსნა. 2 დღის განმავლობაში მელომანების წინაშე ცნობილი უცხოელი მუსიკოსები და ქართველი არტისტები ელექტრონული მუსიკით წარდგნენ.

ფესტივალის პარალელურად "მედია პალიტრამ" მელომანებს და ბათუმში მყოფ ტურისტებს ერთგარი საჩუქარი მოუმზადა. კერძოდ, თეთრ კაბებში გამოწყობილმა პრომო გოგოებმა, დამსვენებლებსა და მელომანებს სამახსოვროდ სათვალეები გადასცეს, რომელზეც "მედია პალიტრის" ლოგოებია გამოსახული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია