"დი პრესე" - თბილისში საპასუხო მატჩზე შურისძიების საშიშროება არსებობს

"დი პრესე" - თბილისში საპასუხო მატჩზე შურისძიების საშიშროება არსებობს

თბილისში საპასუხო მატჩზე შურისძიების საშიშროება არსებობს, - ასე ეხმაურება წამყვანი ავსტრიული გაზეთი "დი პრესე" ვენის "რაპიდსა" და გორის "დილას" თამაშის შემდეგ ჰანაპის სტადიონზე განვითარებულ მოვლენებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, როდესაც წაგებული თამაშის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს სახლში წასვლა უნდოდათ, მათ პოლიციელები, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გადაეღობნენ. ვენის პოლიციის ცნობით, 50 სტუმრის კონტროლის პერიოდი შუაღამეს ბევრად გადასცდა.

"ეს იყო წარმოუდგენელი", - უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა "დი პრესეს". პოლიციელები სტუმრებს ძალიან უხეშად მოექცნენ. იქ მისული საქართველოს ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილისთვის, რომელიც ასევე ესწრებოდა მატჩს, შეუძლებელი აღმოჩნდა ზეგავლენა ექონია პოლიციის ქმედებაზე. საელჩომ პარასკევს კომენტარის გაკეთება არ ისურვა და დიპლომატიურად განაცხადა, რომ საკითხი ავსტრიის ხელისუფლებასთან განხილვის პროცესშია. შეიძლება კომენტარი იმიტომაც არ გაკეთდა, რომ საპასუხო მატჩი თბილისში უკვე ექვსი დღის შემდეგ გაიმართება და შურისძიების საშიშროება არსებობს", - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, მატჩის ორგანიზატორი "რაპიდი" გაკვირვებას გამოხატავს და აცხადებს, რომ კლუბისთვის არაფერი იყო ცნობილი, "რაპიდის" სპიკერმა გიუნტერ ბიტშნაუმ "დი პრესე"-სთან საუბარში განაცხადა, რომ ქართველი გულშემატკივრები "ძალზე მშვიდობიანნი" იყვნენ. ბიტშნაუს თქმით, როგორც წესი, გულშემატკივრების კონტროლი, თამაშის წინ ხდება, რათა სტადიონზე აკრძალული ნივთები არ იქნას შეტანილი, ხანდახან ხდება შერჩევითი კონტროლიც.

"თუმცა, აქცია "შერჩევითი კონტროლი" არ იყო - ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი კონტროლი. ვენის პოლიციაში შეცდომას არ აღიარებენ. არსებობდა ინფორმაცია, თითქოს თამაშს საერთაშორისო ძებნილები ესწრებოდნენ, - აცხადებს სპიკერი შტეფან გოლობი. თუმცა მატჩის შემდეგ, მხოლოდ საბუთების შემდგომი შემოწმების მიზნით პოლიციაში ორი პირი იქნა გადაყვანილი. იყო თუ არა ოპერაცია პროპორციული, ამას პოლიციაში შემდეგნაირად პასუხობენ: ფეხბურთის მატჩი კონტროლისთვის მეტად მოსახერხებელია, ვინაიდან "იქ ხომ ყველა ერთად არის თავმოყრილი", - წერს უტა ზომერბაუერი.

გორის "დილასა" და ვენის "რაპიდის" შეხვედრის შემდეგ პოლიციის წარმომადგენლებმა ოთხი ქართველი დააკავეს. პოლიციელები სტადიონზე შევიდნენ და იმ ადგილების შემოწმება დაიწყეს, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს ჰქონდა დაკავებული. არსებობდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის შესაძლოა, კრიმინალში ეჭვმიტანილი პირები ყოფილიყვნენ. ოთხი დაკავებულიდან ერთ-ერთი ვენაში არალეგალურად იმყოფებოდა და ის საემიგრაციო სამსახურს გადაცეა. კიდევ ერთ პირს კი, ყალბი დოკუმენტაცია აღმოაჩნდა. დანარჩენი ორი მალევე გაათავისუფლეს.

მომზადებულია diepresse.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია