სად მი­აქვთ მგზავ­რე­ბის­თვის ჩა­მორ­თმე­უ­ლი აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი?

სად მი­აქვთ მგზავ­რე­ბის­თვის ჩა­მორ­თმე­უ­ლი აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი?

ამას წი­ნათ ახ­ლო­ბელ­მა შე­მომ­ჩივ­ლა - ჩემს შვილს, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში მიფ­რი­ნავ­და, აე­რო­პორ­ტში თაფ­ლი და სხვა ნივ­თე­ბი ჩა­მო­არ­თვეს, მაგ­რამ ისი­ნი ჩვენ­თვის არა­ვის და­უბ­რუ­ნე­ბი­ა, ვერც გა­ვი­გეთ, სად წა­ი­ღე­სო... ამ სა­კითხ­მა მეც და­მა­ინ­ტე­რე­სა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრე­კავ­დი აე­რო­პორ­ტის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც კი მი­მი­თი­თეს, მაგ­რამ ამ პრობ­ლე­მა­ტურ კითხ­ვა­ზე, რო­მე­ლიც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ერთ ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებს, პა­სუ­ხი მა­ინც ვერ მი­ვი­ღე­თ. ორ­დღი­ა­ნი ძებ­ნი­სა და თით­ქმის ყვე­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, რო­გორც იქ­ნა მი­ვაკ­ვლი­ეთ ამ საქ­მე­ში კომ­პე­ტენ­ტურ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის სა­ა­ვი­ა­ციო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურს, სა­ი­და­ნაც ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ:

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მგზავრს სა­ლონ­ში აღ­მო­აჩ­ნდე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი, ფორ­მდე­ბა ოქ­მი და ნივ­თის მე­პატ­რო­ნემ ან ოჯა­ხის წევ­რმა ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და მი­ა­კითხ­ოს აე­რო­პორ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც არა ტერ­მი­ნალ­ში, არა­მედ ცალ­კე, აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე­ა. არც ერ­თი ნივ­თი, რო­მელ­ზეც ოქ­მია შედ­გე­ნი­ლი და აქვს ნო­მე­რი, არ იკარ­გე­ბა. თუ პატ­რონ­მა ნივ­თებს ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მო­ა­კითხ­ა, იმ­დე­ნი გროვ­დე­ბა, რომ მე­რე ნა­გავ­ში იყ­რე­ბა. სა­ლონ­ში არ შე­იძ­ლე­ბა გე­ლე­ბის, წვე­ტი­ა­ნი ნივ­თე­ბის, ფრჩხი­ლის ნაკ­რე­ბის, დე­ზო­დო­რე­ბის და იმ ნივ­თე­ბის შე­ტა­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა ჰა­ერ­ში აფეთ­ქდეს. თვით­მფრი­ნა­ვის სა­ბარ­გულ­ში კი ყვე­ლაფ­რის შე­ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა, იქ არა­ვინ არაფერს ჩა­მო­გარ­თმევთ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია