რო­გორ აირ­ჩი­ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი

რო­გორ აირ­ჩი­ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ახა­ლი რექ­ტო­რი აირ­ჩი­ა. არ­ჩევ­ნებ­ში ფა­რუ­ლი კენ­ჭის­ყრით 12 ხმი­დან 10-ით მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ლა­დო პა­პა­ვამ გა­ი­მარ­ჯვა.

გა­დავ­ხე­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის პრე­სის არ­ქივს და ვნა­ხოთ, რა ხდე­ბო­და თსუ­-ის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რის, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­სა და პირ­ვე­ლი რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი­სას. 1917 წლის 12 მა­ისს თბი­ლის­ში, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რის, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ბი­ნა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა პირ­ვე­ლი შეკ­რე­ბა გა­ი­მარ­თა. კრე­ბას ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამ დღეს და­არ­სდა "ქარ­თუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის" სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­მაც დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის საქ­მე­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნამ­დე იმ­ჟა­მინ­დე­ლ პრე­სა­ში, კერ­ძოდ, გა­ზეთ "ერ­თო­ბა­ში" ყო­ველ­დღი­უ­რად ქვეყ­ნდე­ბო­და სა­რეკ­ლა­მო ინ­ფორ­მა­ცი­ა: "ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ტფი­ლის­ში გა­იხ­სნე­ბა 1918 წ. იან­ვრის შუა რიცხ­ვებ­ში. იმ­თა­ვით­ვე იქ­ნე­ბა სიბ­რძნის მეტყ­ვე­ლე­ბის ჰუ­მა­ნი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა. ლექ­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა სა­ფი­ლო­სო­ფი­ო, სა­ის­ტო­რი­ო, სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო, სა­ე­ნათ­მეც­ნი­ე­რო, სა­პე­და­გო­გიო და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სფე­რო­ე­ბი­დან. სტუ­დენ­ტე­ბათ მი­ი­ღე­ბი­ან სა­შუ­ა­ლო სას­წავ­ლებ­ლის... სწავ­ლის ფა­სი სე­მეს­ტრში (ე. ი. ნა­ხე­ვა­რი წლი­სა) სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მსმე­ნელ­თათ­ვის ათი თუ­მა­ნი. იმ მსმე­ნელ­თათ­ვის კი, რო­მელ­თაც მხო­ლოდ ერ­თი­სა ან ორი საგ­ნის მოს­მე­ნა სურთ, - ხუ­თი თუ­მა­ნი... ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დრ. გამ­გე­ო­ბის წევ­რნი: პ. მე­ლი­ქიშ­ვი­ლი. ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი". 13 იან­ვარს გა­ი­მარ­თა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თა კო­ლე­გი­ის სხდო­მა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რო­ბა ი. ჯა­ვა­ხიშ­ვილს შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც ამ უკა­ნას­კნელ­მა უა­რი გა­ნაცხ­ა­და. მი­სი წი­ნა­და­დე­ბით პირ­ველ რექ­ტო­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მქო­ნე მეც­ნი­ე­რი პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, დღეს უკ­ვე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 1918 წლის 26 იან­ვარს (ა­ხა­ლი სტი­ლით 8 თე­ბერ­ვალს), და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს გა­იხ­სნა. ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ­მა "ერ­თო­ბამ" 1918 წლის 28 იან­ვრის ნო­მერ­ში აუწყა სა­ზო­გა­დო­ე­ბას: "26 იან­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კულ­ტუ­რულ დღე­სას­წა­უ­ლათ... უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნას აუ­ა­რე­ბე­ლი ხალ­ხი და­ეს­წრო, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბა. ბევ­რი გა­რეთ დარ­ჩა, ქარ­თუ­ლი გიმ­ნა­ზი­ის დარ­ბაზ­მაც ვერ და­ი­ტია ყვე­ლა­ნი"... იმ დღეს ბევ­რი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­სუ­ლა სიტყ­ვით, თუმ­ცა პირ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს და­ვა­ლე­ბით აკა­კი ჩხენ­კე­ლი ყო­ფი­ლა.

გა­ზეთს ბა­ტო­ნი აკა­კის სიტყ­ვაც და­უ­ბეჭ­დავს: "...ბედ­ნი­ე­რე­ბა მაქვს გავ­ხსნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (ტა­ში)... დღემ­დე ჩვენ არ გვქო­ნია არც ერ­თი მა­ღა­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი. მე არ შე­ვე­ხე­ბი შო­რე­ულ წარ­სულს, იმ წარ­სულს, რო­მე­ლიც გა­ნი­ყო­ფე­ბა რუ­სე­თის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ხა­ნი­დან. მა­შინ ჩვენ გვქონ­და დროს შე­სა­ფე­რი­სი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბიც. ერს, რო­მელ­საც არა აქვს თა­ვი­სი სა­მეც­ნი­ე­რო ტა­ძა­რი, არ შე­უძ­ლია სთქვას, რომ იგი სრულ­-ა­სა­კო­ვა­ნი­ა... ჩვენ არ შეგ­ვეძ­ლო მიგ­ვე­ღო გა­ნათ­ლე­ბა სამ­შობ­ლო ენა­ზე. რა ერია ის ერი, რო­მელ­საც არა აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­ყო­ფით სამ­შობ­ლო ენა­ზე... თუ რა­ტომ არ გვქონ­და მა­ღა­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ამის მი­ზე­ზი ყვე­ლამ იცის. ჩვენ სხვებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით ჩაგ­რუ­ლი ერი, მოკ­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­გვარ უფ­ლე­ბას. ახ­ლა მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გავ­ხსნათ ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი...

გა­ზე­თი იუწყ­ე­ბა, რომ ასე­ვე მქუ­ხა­რე ტა­შით შეხ­ვდნენ დამ­სწრე­ე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას. დრო­ის სიმ­ცი­რის გა­მო ყვე­ლა მსურ­ველს ვერც მო­უ­ხერ­ხე­ბია სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა "სა­ერ­თო სურ­ვი­ლით, რო­გორც გა­მო­ნაკ­ლი­სი, სიტყ­ვა მი­ე­ცა მუ­შა ვლა­სა მგე­ლა­ძე­სო", - წერს "ერ­თო­ბა" და ბეჭ­დავს კი­დეც პრო­ფე­სო­რე­ბი­სად­მი მის მი­მარ­თვას: "მო­დით, ნა­ხეთ, თუ რა გან­ძი, რა კულ­ტუ­რა შე­ი­ნა­ხა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა. იმე­დია შემ­დეგ­ში მეც­ნი­ე­რე­ბა არ იქ­ნე­ბა ისე­თი ყალ­ბი, რო­გო­რიც იყო სა­შუ­ა­ლო სა­უ­კუ­ნო­ებ­ში... იმე­დი­ა, ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­რე­ბი არ იქ­ნე­ბა დახ­შუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის, მა­შინ იგი ჩვენ­ში იპო­ვის სა­უ­კე­თე­სო და­რაჯს"... დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოვა­ცი­ე­ბით ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ფუძ­ვლის ჩამ­ყრე­ლი და­უ­ჯილ­დო­ე­ბი­ა. 1919 წლის 17 დე­კემ­ბერს და შემ­დეგ, 1923 წლის 30 მარტს მე­ო­რე ვა­დით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რად სწო­რედ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია