"ქარ­თუ­ლი ია­რა­ღის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია და­ღეს­ტ­ნელ­მა მას­წავ­ლა"

"ქარ­თუ­ლი ია­რა­ღის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია და­ღეს­ტ­ნელ­მა მას­წავ­ლა"

სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ი­ა­რა­ღე­ო­ბას ისე­თი­ვე დი­დი ის­ტო­რია აქვს, რო­გორც თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს... არა­ერთ მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ულ წყა­რო­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ უძ­ვე­ლე­სი ხა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­თო­ნის და­მუ­შა­ვე­ბის უნი­კა­ლურ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ფლობ­დნენ, თუმ­ცა რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ის შემ­დეგ ეს ხე­ლოვ­ნე­ბაც ისე­ვე და­ი­კარ­გა, რო­გორც ბევ­რი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გი. მაგ­რამ გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფე­ხით შე­მო­ი­ა­რეს, ია­რა­ღის დამ­ზა­დე­ბის უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის "ნარ­ჩე­ნე­ბი" შეკ­რი­ბეს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აღად­გი­ნეს, შემ­დეგ კი თა­ო­ბებს გა­დას­ცეს. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ერ­თ-ერ­თი ასე­თი ცნო­ბი­ლი ოს­ტა­ტის, და­ღეს­ტნე­ლი ნა­ბი მა­გო­მე­დო­ვის მი­ერ გა­მოზ­რდილ ქარ­თველ მჭე­დელ ზუ­რაბ ბი­ჩი­ნა­გურს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით ამ ხე­ლოვ­ნე­ბით და რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი ინ­ტე­რე­სი, ოჯა­ხუ­რი, საგ­ვა­რე­უ­ლო ტრა­დი­ცია ხომ არ იყო?

- სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, 90-ი­ან წლებ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს, ისე­ვე რო­გორც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დავ­რჩი. ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად ფუნ­ჯი მო­ვი­მარ­ჯვე და ნა­ხა­ტე­ბით ხელ­ში ­მშრალ ხიდს მი­ვა­შუ­რე, სა­დაც მხატ­ვრებ­თან ერ­თად, თბი­ლი­სე­ლებს იმა­ვე მი­ზე­ზით გა­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­დათ რე­ლიკ­ვი­ე­ბი, ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბი და ათა­სი ძველ­მა­ნი... სწო­რედ მა­შინ მი­იქ­ცია ჩე­მი ყუ­რადღ­ე­ბა ის­ტო­რი­ულ­მა საბ­რძო­ლო ია­რაღ­მა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბამ. სა­ა­თო­ბით ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი წი­ნა­პარ­თა მიერ შექ­მნი­ლ სა­ტევ­რებ­სა თუ ხმლე­ბის პი­რებს და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სამ­ჭედ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი. იმ დროს თბი­ლის­ში უცხ­ო­ე­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და ოჯა­ხე­ბი­დან გა­მო­ტა­ნილ ის­ტო­რი­ულ ნივ­თებს, ქარ­თულ ია­რაღს, ძი­რი­თა­დად, რუ­სი ოფიც­რე­ბი ყი­დუ­ლობ­დნენ, თა­ნაც გრო­შე­ბად. წლე­ბის გა­მო შე­ლა­ხულ ია­რაღს იწუ­ნებ­დნენ კი­დეც, მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებს იძენ­დნენ. ჩე­მი ნა­ხა­ტე­ბით ნა­შოვ­ნი ფუ­ლით მე მხო­ლოდ ჟან­გით და­ფა­რუ­ლი, უქარ­ქა­შო და უვა­დაჯ­ვრო ხმალ­-ხან­ჯლე­ბის შე­ძე­ნა მო­ვა­ხერ­ხე, სწო­რედ ეს ია­რა­ღი გახ­და ჩე­მი საქ­მია­ნო­ბის დაწყ­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ­რო­დე­საც ამ საქ­მით და­ვინ­ტე­რეს­დი, მშრალ ხიდ­ზე­ვე გა­მო­ტა­ნილ წიგ­ნებ­ში წა­ვაწყ­დი გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მას და­სავ­ლე­თ ევ­რო­პის საკ­ვე­თი, საჭ­რე­ლი, საჩხ­ვლე­ტი, საძ­გე­რე­ბე­ლი და კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო ია­რა­ღის შე­სა­ხებ, სა­დაც ვნა­ხე დი­დი მხატ­ვრე­ბის ალ­ბრეხტ დი­უ­რე­რი­სა და ზე­ბალდ ბე­ჰა­მის მი­ერ სა­უცხ­ო­ოდ მო­ხა­ტუ­ლი ია­რა­ღი. ამან ია­რა­ღის კე­თე­ბის შეს­წავ­ლის ჟი­ნი გა­მიმ­ძაფ­რა. ას­ტვა­ცა­ტუ­რი­ა­ნის წიგ­ნით "კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხე­ბის ია­რა­ღი", სა­დაც მოყ­ვა­ნი­ლია ძალ­ზე მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თულ სკო­ლა­ზე. ავით­ვი­სე კა­ლი­თა და მჟა­ვით მუ­შა­ო­ბის უმარ­ტი­ვე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ა, მაგ­რამ ეს არ იყო ნაღ­დი, ძვე­ლი ოს­ტა­ტე­ბის ნა­ხე­ლა­ვის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ძი­ე­ბამ თბი­ლი­სის ერთ ძველ უბან­ში მი­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ვი­პო­ვე ნა­ბი მა­გო­მე­დო­ვი – წარ­მო­შო­ბით ლე­კი ოს­ტა­ტი. მან მა­მა­მის­თან ერ­თად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნე­თი მო­ი­ა­რა და უხუ­ცე­სე­ბის­გან შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი სამ­ჭედ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის მთა­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში და­სახ­ლდა. მა­მა­მი­სი, ვერ­ცხლზე მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად, სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის მო­კალ­ვა­საც მის­დევ­და და ბევ­რი დოს­ტ-მე­გო­ბა­რიც ჰყავ­და ქარ­თველ მთი­ე­ლებ­ში. ბა­ტონ­მა ნა­ბიმ და­უ­ზა­რ­ლად და უან­გა­როდ შე­მას­წავ­ლა ვერ­ცხლი­სა და სე­ვა­დის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნი, მაგ­რამ არც ეს აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი, რად­გან ქარ­თუ­ლი და ზო­გა­დად კავ­კა­სი­უ­რი ია­რა­ღის მორ­თუ­ლო­ბა ბევრ სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ა­საც შე­ი­ცავს. ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბო­და... არ შე­მიძ­ლია ხაზ­გას­მით არ გა­მოვ­ყო ხევ­სუ­რუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბი­სა და სა­ჭურ­ვლის ფე­ნო­მე­ნი, რაც ჩემ­თვის გე­ნე­ტი­კუ­რად ძალ­ზე ახ­ლო­ბე­ლი და სუ­ლი­ე­რად წარ­მმარ­თვე­ლი იყო და არის.

- თქვენ გარ­და კიდევ ვინ დაინტერესდა ქარ­თუ­ლი სამ­ჭედ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის შეს­წავ­ლით და მი­სი აღ­დგე­ნით?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, იშ­ვი­ა­თად თუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებ­და საბ­რძო­ლო ია­რა­ღი, მით უმე­ტეს, მი­სი შეს­წავ­ლა-­კე­თე­ბა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, იყ­ვნენ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც, ვინც სუ­ლი­თა და გუ­ლით ცდი­ლობ­დნენ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ამ დარ­გში არ­სე­ბუ­ლი სი­ცა­რი­ე­ლის შევ­სე­ბას. მათ შო­რის იყო ცხო­ნე­ბუ­ლი არ­ნოლდ თეთ­რუ­აშ­ვი­ლი. ბა­ტო­ნი არ­ნოლ­დი გა­მორ­ჩე­უ­ლად ხელ­მარ­ჯვე ოს­ტა­ტი გახ­ლდათ, უფ­ლის­გან და­ჯილ­დოე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი ნი­ჭი­თა და ინ­ტე­ლექ­ტით. ახ­ლა მის საქ­მეს მი­სი ვა­ჟი ლე­ვა­ნი აგ­რძე­ლებს. ასე­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოს­ტა­ტია ბელ­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი გო­ჩა ლა­ღი­ძე, რო­მე­ლიც ცდი­ლობს ქარ­თუ­ლი ია­რა­ღი და ჯავ­შან-აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ევ­რო­პა­ში წარ­მო­ა­ჩი­ნოს. ამ საქ­მე­ში ასე­ვე დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ბო­რის თა­თეშ­ვილს, ახალ­ცი­ხე­ში მოღ­ვა­წე ოს­ტატს, რო­მელ­მაც სამ­ცხე-­ჯა­ვა­ხე­თის უხუ­ცეს მჭედ­ლებ­თან მო­ი­ძია და შე­ის­წავ­ლა სამ­ჭედ­ლო ნი­უ­ან­სე­ბი. Aა­სე­ვე, გო­რელ ზა­ქა­რია ნო­ნი­კაშ­ვილს – "ბა­წა­რა­უ­ლის" დნო­ბი­სა და ჭედ­ვის ოს­ტატს, რო­ლანდ ოდი­შე­ლი­ძე­სა და კა­ხა ზარ­ნა­ძეს. ყვე­ლა მათ­გა­ნის წვლი­ლი აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია ქარ­თუ­ლი ია­რა­ღის შეს­წავ­ლა­-აღ­დგე­ნა­-ა­ღორ­ძი­ნე­ბის საქ­მე­ში. ნელ­-ნე­ლა, დღი­თი დღე ივ­სე­ბა ცოდ­ნის კი­დო­ბა­ნი. თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი საბ­რძო­ლო არ­სე­ნა­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ამ­დე­ნად­ვე დი­დია თა­ო­ბე­ბით გა­და­ცე­მუ­ლი ცოდ­ნის ჯაჭ­ვის წყვე­ტა დრო­ში... მაგ­რამ იმე­დი­ა, შრო­მა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და დრო, უფ­ლის წყა­ლო­ბით, ყო­ვე­ლი­ვეს და­ა­ლა­გებს და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გი პირ­ვან­დე­ლი სა­ხით აღორ­ძინ­დე­ბა.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია