სოზარ სუბარი: "ნაციონალები" ნიშნავდნენ "მაყურებლებს"

სოზარ სუბარი: "ნაციონალები" ნიშნავდნენ "მაყურებლებს"

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ასობით პატიმრის მოთხოვნა, გაუქმდეს 223-ე პრიმა მუხლი (რაც ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო პატიმრობას გულისხმობს) "ტარასას" (ტარიელ ფოცხვერიას) ორგანიზებულია და სასჯელაღსრულების სისტემაში არეულობის დაწყებას ისახავს მიზნად.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მართავენ ქურდები და "მაყურებლები" დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა სქემაც გამოაქვეყნა.

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი: - "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს "მაყურებლები" და ადმინისტრაცია ერთად აწამებდნენ პატიმრებს. ადმინისტრაციის დაკვეთით აუპატიურებდნენ პატიმრებს. მათი ნებართვის გარეშე შიმშილობის დაწყებას და თვითდაზიანებასაც კი ვერავინ გაბედავდა.

ცხრა წლის განმავლობაში 794 პატიმარია გარდაცვლილი. მათ შორის 36 თვითმკვლელობაა, 50-მდე პატიმარი კი მოკლულია, თუმცა ამის გამო არც ერთ დამნაშავეს პასუხი არ უგია. 2011 წლის მარტის თვეში 21 პატიმარია გარდაცვლილი! ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან 8 თვეში კი ციხეში 15 პატიმარი დაიღუპა. დღეს 9 ათასი პატიმარი გვყავს და მათგან 700-მდე წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, 150 პატიმარი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. ჩვენ 298 პატიმარს გავუკეთეთ ოპერაცია ხერხემალზე, რომელიც ცემისაგან ჰქონდათ დაზიანებული. 38 კაცს ცემისგან ყურის აპკი აქვს გახეთქილი. 55 პატიმარს გავუკეთეთ ოპერაცია სახისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო.

გვეგონა, წინა ხელისუფლება ებრძოდა ქურდულ სამყაროს, მაგრამ 14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 700-მდე "მაყურებელი" დაგვხვდა, მათგან 200-მდე ძალიან გავლენიანი. ბევრი მათგანი დღეს თავისუფალია და სახლიდან ვერ გამოდის, რადგან იმ პატიმრების შურისძიების ეშინია, რომელთაც ადმინისტრაციის დავალებით აუპატიურებდნენ. ზოგი "მაყურებელი" იზოლირებული გვყავს, რადგან საფრთხე ემუქრებათ. თუ წინა ხელისუფლება ტყუილს ამბობდა, რომ ციხეში "მაყურებლები" არ არიან და გავლენები არა აქვთო, ჩვენ არ მოვიტყუებით. ზონებში "მაყურებლები" ისევ არიან და გავლენაც აქვთ. განსხვავება ის არის, რომ ადმინისტრაციასთან შეკრული არ არიან. "ნაციონალებმა" ისიც მოახერხეს, რომ "მაყურებელი" (ვახტანგ თიგიშვილი) დანიშნეს "მატროსოვზე", სადაც არასდროს ყოფილან "მაყურებლები".

- მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა, დღეს როგორი სქემით იმართება ციხეები და დაასახელა "მაყურებლების" გვარები.

- გარდა იმისა, რომ ეს სამი წლის წინანდელი სქემა უნდა იყოს, მასში ბევრი უზუსტობაა. მინაშვილმა ქსნის დაწესებულების კარცერის "მაყურებლად" ზაქრო ჯანგულაშვილი დაასახელა, როდესაც ქსანში კარცერი საერთოდ არა გვაქვს და მეტიც, ასეთი გვარის პატიმარი ვერც დაწესებულებებში მოვნახეთ და ვერც ციხიდან გასულებში. საერთო რეჟიმის დაწესებულებაში "მაყურებლად" დასახელებულია ვინმე ქებურია, მაშინ როდესაც საერთო რეჟიმის დაწესებულებები არ არსებობს და "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააუქმა. მინაშვილმა ახსენა "სასადილოს მაყურებელი", როდესაც ასეთი ცნება არ არსებობს. მინაშვილი გვაბრალებს იმას, რაც სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააძლიერა. უბრალოდ, მათ დროს ინფორმაცია არ გამოდიოდა ციხიდან. პატიმარს რამე რომ ეთქვა, "ნაციონალების" მართული "მაყურებლები" ჩამოახრჩობდნენ და იტყოდნენ, თავი მოიკლაო.

- სადაც "მაყურებელია", ალბათ, იქ "ობშჩიაკიც" შეიკრიბება.

- ასეა და იმის გამო, რომ პატიმრებს "ობშჩიაკის" აკრეფაში ეხმარებოდნენ, ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გავათავისუფლე. ქურდი "წრიპა" წელიწადში ორჯერ ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაჰყავდათ, რომ "მაყურებლები" დაენიშნა. სახალხო დამცველის ოფისში მუშაობისას Mმე და ჩემმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ ვნახეთ, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში როგორ პირობებში იხდიდა სასჯელს ერთი "მაყურებელი", ორი ოთახი ჰქონდა, რომელიც შიგნიდან იკეტებოდა და 2 კაცი ემსახურებოდა, ედგა უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორი, მაცივარი კი ქოქოსებითა და დელიკატესებით იყო სავსე.

- ითქვა, რომ "ტარასა" აკონტროლებს "მაყურებლებს".

- ის მძიმე ავადმყოფია. საუბარიც უჭირს. ტარიელ ფოცხვერია უზენაესმა სასამართლომ გაუშვა, მაგრამ შს სამინისტრომ ისევ დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. ჩვენი ხელისუფლება რომ მასთან თანამშრომლობდეს, ვინ დააკავებდა? როდესაც ხელმოწერები კეთდება 223-ე პრიმა მუხლის გაუქმების მოთხოვნით და ასეთ წერილს ისეთი პატიმრები აწერენ ხელს, რომელთაც შეხება არა აქვთ ქურდულ სამყაროსთან, ჩანს, ავტორიტეტები ჩვეულებრივი პატიმრებით მანიპულირებენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ: სუბარი: "7-8 დღე აშიმშილებდა ადმინისტრაცია პატიმარს, რომელიც "მაყურებელს" უნდა გაეუპატიურებინა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა