"ილოცონ მაგ უბედურებმა, რომ ვერ გადავრჩე..."

"ილოცონ მაგ უბედურებმა, რომ ვერ გადავრჩე..."

"მაინც მაჯობეთ და გადამძალეთ. ეს მერამდენედ უკვე... არადა, სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ გააჩნია, ვის ეტყვი მას და როგორ გაიგებენ... მე გირჩევთ, გაემიჯნოთ იმას, ვინც ამ ქვეყანას ანგრევს და თავს ჟურნალისტს უწოდებს... ახლა კი ჩემს სათქმელს რამდენიმე პუნქტად დავყოფ და მოვითხოვ, არც ერთი სიტყვა არ შემიცვალოთ. ლაპარაკს ვერავინ მასწავლის", - ამბობს ჩვენთან საუბრისას პოეტი რეზო ამაშუკელი.

- ამას წინათ ტელევიზიით ვნა­ხე მკვლელი, რომელსაც გულთან ყვავილი ეკეთა. ვინ არის, რა მნიშვნელობა აქვს, მკვლელი მკვლელია, გინდა, გულთან გაუკეთე ყვავილი და გინდა, გვირგვინი დაადგი, ანგელოზად ვერავინ აქცევს და დანაშაულს ვერ გამოისყიდის.

- რას გულისხმობთ, ყაყაჩო ეკეთა?

- ყაყაჩო არ იყო ის, ყაყაჩოსი არაფერი უგავს იმას... ეს არის ფარისევლური თვალთმაქცობა. ყველაფერთან ერთად, აფერისტები არიან. დავანებოთ მაგათ თავი, თუ კარგად ვიქენი, მე მოვუვლი...

- რას აპირებთ?

- მაგასაც ვნახავთ... ახლა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ილოცონ მაგ უბედურებმა, რომ ვერ გადავრჩე, თორემ, ვერც ამერიკა უშველით და ვერც მაკკეინი. მაგათი საქმე დამთავრებულია. ისინი უნდა წავიდნენ. თუ ასე არ მოხდა, პირველი ვიქნები, ვინც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ამის პირობას გაძლევთ... არ შეგვჭამეს ამ კოაბიტაციით, არ გვინდა, ბატონო, მოგვაშორეთ, ნუ გადაგვაყოლეთ! არ უნდა ქართველ ხალხს ეს უბედურება და თუ თავად ძალიან უნდათ, დაახვიონ და გაიკეთონ ყურებში, აქეთაც და იქითაც. ეს ერთი, ახლა სხვა საკითხები, რაზეც მინდა გესაუბროთ, - ამას წინათ ტელევიზიით მოვისმინე ერთი, ვითომ საპრეზიდენტო კანდიდატი ქალბატონის საუბარი, ირაკლი ღარიბაშვილს კბენდა. ვაფრთხილებ მას, მეტი აღარ გააგრძელოს და თავის ბიოგრაფიას მიხედოს მაგ უბედურმა, თორემ, "უმწიკვლო" წარსულის შესახებ ყველაფერი ვიცი და ისეთ რაღაცებს "შევახსენებ", პრეზიდენტობა კი არა, ხალხში თავი არ გამოეყოფოდეს...

- ვის გულისხმობთ, ბატონო რეზო?

- მიხვდება თავად. იცით, რახან ქალია, მაინც არ მინდა, ბოლომდე გავწირო და არ დავაკონკრეტებ, მაგრამ თუ მაინცდამაინც იწიკვინებს და მეზობლის კურდღელივით შემომახტება, მერე კი გადავხედავ მის "ქალწულებრივ" და "მოწამეობრივ" ცხოვრებას. ვნახოთ მერე, როგორ აპრიხავს წარბებს და როგორ ისაუბრებს დაყენებული ბავშვური ხმით. იმედია, თავადაც მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ. ველოდები ერთი, შემომეპასუხოს, გავაბრტყელებ მიწასთან ისე, რომ ვეღარასდროს წამოდგეს.

- რატომ, პრეზიდენტობის კან­დიდატს შს მინისტრის გაკრიტიკების უფლება არ აქვს?

- გააჩნია ვინ აკრიტიკებს და ვის აკრიტიკებს. ირაკლი უაღრესად პატიოსანი ბიჭია და თავის საქმეს მშვენივრად უძღვება... მეორე, რაზეც მინდა ვილაპარაკო, არასამთავრობოების თემას მინდა შევეხო, სოკოებივით რომ ყოველ ჯიხურში გამოჩნდნენ, ეს გარეწრები უსაქმურ ყაყანში იღებენ ფულებს, მე მაგათ "მთლად უფროსები" დავარქვი. ჩიტი თუ გადაფრინდა ხიდან ხეზე, იმ წუთში გამოცვივდებიან და ბრიყვულად სერიოზული სახეებით დაიწყებენ "მსჯელობას", იცით, აი, იმ ადგილას არასწორად მოიქნია კუდიო. ეს ამერიკული ფულით გამაძღრები. ასე დაწერეთ ზუსტად. სხვაზე კარგად ვიცი, რომ არსებობს სიტყვა დანაყრებული, მაგრამ მაგათზე გამაძღრები ითქმის. დაჯიჯგნეს საქართველო. არ დატოვეს არც ერთი სფერო და არც ანებებენ თავს. ყვავის ბახალებივით აფჩენენ პირს და არც ერთ მათგანს კარგი არ დასცდება, ქვეყნისთვის კარგი, თორემ სხვების ლანძღვა რომ მათი საქმეა, ეგ ვიცით უკვე. არ გამოუვათ საქართველოში ერთსქესიანი ქორწინების დამკვიდრება. ვერ მოესწრებიან მაგას. ამას წინათ მანანა კობახიძეს ვუსმენდი, სიამაყითა და ბედნიერებით აღსავსე ვიყავი. გუნდისა და პარლამენტის დატოვებამაც რომ მომიწიოს, ერთსქესიანთა ქორწინებას არ დავეთანხმებიო, თქვა. გიხაროს მისმა გამზრდელმა... ერთ-ერთი ჟურნალისტი, "ნეტფილმის" გამოსახულებას რომ ჰგავს, გააფთრებული იცავს ამ ინიციატივას. ან მშობლები არ ჰყავს, ან ბებია-ბაბუა ან ნათესავები? როგორ და რის ფასად კადრულობს ამის გაკეთებას. განსხვავებულობის იმიჯის შესაქმნელად შეიძლება, ახალგაზრდამ ყელაფერი გააკეთო?.. რა გიხარიაო და რა გწყინსო, მკითხეთ, რა უნდა მიხაროდეს, მეტყვის ვინმე, რომ ჩვენ დღეს თავისუფლები ვართ?..

- არა ვართ თავისუფალი?

- ასეთ რამეებს რომ გვტენის ამერიკა, როგორ გამოვდივართ თავისუფალი?.. მერამდენედ ვთქვა, მეზიზღება ამერიკა-მეთქი, არ უნდა მეზიზღებოდეს? კაცი კაცთან დაწვესო, გვასწავლიან... სანამ ასეთი რამეების პროპაგანდა იქნება, ჩვენ თავისუფალი ვერ ვიქნებით.

- ალბათ თვალყურს ადევნებთ ქვეყანაში მიმდინარე სამართლიანობის აღდგენის პროცესს...

- ყველა შემთხვევაში, ოქტომბერს ველოდები. თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველაფერი ისე არ გადაწყდა, როგორც საჭიროა, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე თავი, ისევ იმას გავაგრძელებ. ნურავის ეგონება, რომ მე მარტო ვარ ასეთი მოტივაციით. ასაკის მიუხედავად, საკმარისი ადამიანური რესურსი მაქვს იმისთვის, რომ ერთი დავიღრიალო და ქუდზე კაცი გამოვიყვანო, მთელი საქართველო თუ არა, მთელი ქალაქი მაინც დადგება ფეხზე. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათგან ზოგი ჩემი მეგობარია, მაგრამ მათი უმრავლესობა ისე მერიდება, გეგონება, რაღაც გადამდები სენი შემეყარა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია