IT სამსახურის რეკომენდაციით, პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ გამოკითხვა წყდება

IT სამსახურის რეკომენდაციით, პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ გამოკითხვა წყდება

26 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტოს "ინტერპრესნიუსისა" და "ამბები.გე"-ს საიტებზე დაიწყო ინტერნეტგამოკითხვა - ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას.

იმის გამო, რომ "ინტერპრესნიუსის" ვებგვერდზე, ერთ-ერთი კანდიდატის ხმების რაოდენობა საეჭვოდ მკვეთრად გაიზარდა ღამის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში, მედიასახლის IT სამსახურის რეკომენდაციით, გამოკითხვა უქმდება ორივე საიტზე.

რაც შეეხება გამოკითხვის გათიშვამდე დაფიქსირებულ შედეგებს. "ინტერპრენიუსის" ვებგევრდზე შედეგები ასეთია: დავით ბაქრაძე - 16,4 პროცენტი; ნინო ბურჯანაძე - 41,5 პროცენტი; კობა დავითაშვილი - 1,8 პროცენტი; გიორგი თარგამაძე - 1,1 პროცენტი; გიორგი მარგველაშვილი - 34,5 პროცენტი, სხვა - 4,7 პროცენტი. დაფიქსირდა 8802 ხმა.

"ამბები.გე" - დავით ბაქრაძე - 29,2 პროცენტი; ნინო ბურჯანაძე - 17,8 პროცენტი; კობა დავითაშვილი - 3,4 პროცენტი; გიორგი თარგამაძე - 1,5 პროცენტი; გიორგი მარგველაშვილი - 38,3 პროცენტი, სხვა - 10 პროცენტი. დაფიქსირდა 1252 ხმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია