ბიზნესმენი კოტე გოგელია იუსტიციის სამინისტროში იმყოფებოდა. მაკა ასათიანის მეუღლე და ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფინანსებელი უწყებაში დაახლოებით 14:00 საათისთვის მივიდა, თუმცა მისი სტუმრობის მიზეზი უცნობია.
კოტე გოგელიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს.