სოფელ ჭელაში მომხდარ ფაქტს აქციით ეხმაურებიან

სოფელ ჭელაში მომხდარ ფაქტს აქციით ეხმაურებიან

სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას განვითარებულ მოვლენებს საზოგადოების ნაწილი ”ფეისბუქით” ეხმაურება. მოქალაქეებმა სოციალური ქსელის საშუალებით აქციაც დაგეგმეს სახელწოდებით "სოლიდარობა სოფელ ჭელაში მცხოვრებ მუსლიმებს".  დღეს, აქციაში მონაწილეობის მსურველები სახელმწიფო კანცელარიასთან 19.00 საათზე შეიკრიბებიან.

"26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მეჩეთთან არსბეული მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა, რასაც ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. პოლიციამ სცემა და დააკავა სოფელი ჭელის მაცხოვრებლები, რომლებიც ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ მინარეთის დემონტაჟისათვის. საქართველოს მოქალაქეები აღშფოთებას გამოვთქვამთ მომხდარი ფაქტის გამო და მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება შსს სპეცნაზის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე. ასევე მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნით, გამოარკვიოს მინარეთის დაშლის ბრძანების მართებულობა. აქამდე გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მინარეთის მშენებლობა საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი სამშენებლო მასალით მიმდიბარეობდა არის აბსურდული.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, როგრიცაა მინარეთის დემონტაჟი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეათანხმოს მოსახლეობასთან და უნდა გაითვალსიწინოს ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის საჭიროება მათი აღმსარებლობის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიების გათვალისწინებით. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭელაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეფექტური დაცვა", - ნათქვამია "ფეისბუქით" გავრცელებულ მიმართვაში.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ”ფეისბუქით” ინციდენტის დროს ნაცემი პიროვნების ფოტოებსაც ავრცელებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია