''ბიბლიას აქვს პასუხი, როგორ დაამთავრა ზურაბ ჟვანიამ სიცოცხლე''

''ბიბლიას აქვს პასუხი, როგორ დაამთავრა ზურაბ ჟვანიამ სიცოცხლე''

მიხეილ-გელა სალუაშვილის გამოჩენა აქტიურ პოლიტიკაში ბევრს ხუმრობა ეგონა და სოციალურ ქსელში ბატონ გელას საკმაოდ უცნაურ და ხანდახან შეურაცხმყოფელ კითხვებსაც უსვამდნენ. რეალურად მისი პოლიტიკური გზა ძალიან ბევრ წელს ითვლის. მართალია, მისი ოფისი ძველი შენობის ერთ ოთახში მდებარეობს, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატის პოლიტიკურ წარსულს თუ გადაავლებთ თვალს, ჩემსავით გაოცებული დარჩებით.

- 1958 წლის 16 ივლისს თბილისში დავიბადე. დავამთავრე მე-7 საშუალო სკოლა. მამაჩემი ენრიკო სალუაშვილი გახლდათ, დედა - ნანული ერქვანიძე. ერთი წლის ვიყავი, მშობლები რომ დაშორდნენ. შემდეგ მამამ მეორე ოჯახი შექმნა და ორი ძმა და ორი და მყავს. როდესაც და-ვიბადე, ბაბუას სახელი - მიხეილი დამარქვეს. ბავშვობაში ხშირად ვავადმყოფობდი და დედას ხილვა ჰქონდა, თუ გინდა გადარჩეს, გელა დაარქვიო. ამის შემდეგ ყველა გელათი მიცნობს, თუმცა საბუთებში დღემდე მიხეილი მიწერია. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩავაბარე. შემდგომ კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში ვმუშაობდი. ''გეპეიში'' დავამთავრე ასპირანტურა და დღემდე სამშენებლო დარგში 16 გამოგონების ავტორი ვარ. სანამ ეროვნული მოძრაობა აგორდებოდა, სამეცნიერო გზით მივდიოდი, ასე მივედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟთან.

- მოძრაობაში ჩართვის შემდეგ სამსახურს თავი დაანებეთ?

- არა, პარალელურად კათედრაზე ვმუშაობდი. 1991 წლის 31 მარტს ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის არჩევნებში ''მრგვალი მაგიდის'' ხაზით ვმონაწილეობდი და პირველივე სხდომაზე საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარედ ამირჩიეს. მერე მოგეხსენებათ, როგორ განვითარდა მოვლენები და 1992 წლის 10 იანვარს რამდენიმედღიანი შეკრების შემდეგ თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ, ახალი პარტია ჩამოგვეყალიბებინა და დავაფუძნეთ ''სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა'' , რომლის თავმჯდომარედაც ამირჩიეს.

- ახლოს იცნობდით ზვიად გამსახურდიას?

- დიახ, ჩვენი ნაცნობობა ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან იღებს სათავეს, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი 1992 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენები გახლდათ. ბევრი განუდგა და მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც მისი ერთგული დარჩა. იმ პერიოდში ყველა აქციაში ვმონაწილეობდი, რის გამოც კათედრა გამიუქმეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ჩემი შეხედულებები შეუსაბამო იყო შევარდნაძის კურსთან.

შემდეგ ჩვენი პარტიისა და კიდევ რამდენიმეს ინიციატივით, მძიმე მოვლენების დროს გადავწყვიტეთ, მაშინდელ კანონიერ ზვიად გამსახურდიასა და დე ფაქტო ხელისუფლებას, ედუარდ შევარდნაძეს შორის გვეშუამდგომლა და გროზნოში გავემგზავრეთ, რათა ბატონი ზვიადისთვის პირადად შეგვეთანხმებინა ჩვენი პოზიცია. ვუთხარით, თუ ის თანახმა იქნებოდა შევარდნაძეს შევხვდებოდით და შუამავლის როლს ასლან აბაშიძეს შევთავაზებდით. ბატონი ზვიადი დაგვეთანხმა. მოგვიანებით ასლან აბაშიძეც დაგვთანხმდა და პირველი შეხვედრა ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა. ასლანმა მაშინ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ვთხოვეთ, ორი დაპირისპირებული ძალა ერთმანეთის პირისპირ არ დაგვეშვა და რაღაც შუალედური გზა მოგვენახა. ასე არ მოხდა და სამწუხაროდ, მოლაპარაკება ჩაიშალა. ზვიადის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ჩვენმა პარტიამ გადავწყვიტეთ, მისი პოლიტიკური ლიტერატურა მოგვეძიებინა და ცხრა კრებული გამოვეცით. იმავე სხდომაზე დავაარსეთ ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია და ერთი წლის თავზე, მის დაბადების დღეზე, პირველი ლაურეატები დავასახელეთ, ესენი იყვნენ ჯოჰარ დუდაევი, ირაკლი გოცირიძე, ვანდა ვანზიკლერი, მუხრან მაჭავარიანი და ელიზბარ ჯაველიძე. 1996 წელს დავაარსეთ ახალი გაზეთი ''ზვიადის გზა'' , მალე საქართველოში ქალბატონი მანანა არჩვაძე დაბრუნდა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა