რა გახდა გელა ჯაყელის სიკვდილის მიზეზი - "ჩემი ბიჭი "პოლიტრა" არაყს გადააყოლეს?!"

რა გახდა გელა ჯაყელის სიკვდილის მიზეზი - "ჩემი ბიჭი "პოლიტრა" არაყს გადააყოლეს?!"

"ჩემი შვილი ნახევარმა ლიტრმა არაყმა დაღუპა" - ამბობს ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, გელა ჯაყელის დედა, ზოია ჯაყელი. როგორც უკვე ცნობილია, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გელა ჯაყელმა თავი მოიკლა. ოჯახის წევრები სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციას უნდობლობლობით ეკიდებიან და აცხადებენ, რომ გელა ჯაყელი მოკლულია. ამასთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედა თავად გვესაუბრება.

- ქალბატონო ზოია, რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი მოკლულია?

- ზუსტად ვიცი, ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა, პირიქით, საშინლად ეშინოდა იმისა, რომ მოკლავდნენ. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ციხეში ვიყავი მის სანახავად და ველაპარაკე. ციხის ადმინისტრაცია ჩემი თვალის ასახვევად კარგად ექცეოდა, მაგრამ გელამ მითხრა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ.

- ეს მისი ვარაუდი იყო თუ ვინმე ემუქრებოდა?

- მე მითხრა, რომ ციხის უფროსის მოადგილის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ვინმე ზურა მემუქრებაო.

- სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, თქვენს შვილს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და ადრეც არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანებები.

- ჩემი შვილს არანაირი აშლილობა არ ჰქონია. თვითდაზიანება მართლაც მიიყენა, მაგრამ ეს უმიზეზოდ არ გაუკეთებია. სისხლის გადასხმა მოითხოვა, მაგრამ ციხის ადმინისტრაციაში უარი უთხრეს და ამის გამო გამოვიდა მდგომარეობიდან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ