მერაბ კოკოჩაშვილი - "რელიგიური ტოლერანტობა მე-12 საუკუნეში გვქონდა და ოცდამეერთეში ნუ დავკარგავთ!"

მერაბ კოკოჩაშვილი - "რელიგიური ტოლერანტობა მე-12 საუკუნეში გვქონდა და ოცდამეერთეში ნუ დავკარგავთ!"

"დავით აღმაშენებელი პატივისცემას გამოხატავდა ყველა სარწმუნოების მიმართ და ეს პატივისცემა უნდა შენარჩუნებულ იქნას, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მაღალი კულტურა და ცივილიზებული ქვეყანა... განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლებს შორის პატივისცემა არსებობდა. იმ შეგნებას, რაც მეთორმეტე საუკუნეში გვქონდა, ოცდამეერთეში ნუ დავკარგავთ", - ამბობს ცნობილი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს ეხმაურება და არ მალავს, რომ მომხდარით შეშფოთებულია.

- უკანონობა და უსამართლობა ჩემთვისაც გამაღიზიანებელია, როგორც ყველასთვის... ყველას აქვს უფლება იყოს იმ რელიგიის აღმსრულებელი, რომელსაც აირჩევს და ამისთვის ხელის შეშლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოში თანაცხოვრება გვიხდებოდა იყო მრავალი რჯულის და რწმენის ხალხთან. ამიტომაც დგას თბილისის ქუჩებში განსხვავებული რელიგიის სალოცავები. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ამის აღკვეთა, თუ ადგილი აქვს მათი მხრიდან ძალადობას.. აუცილებლად გამოსარკვევია, რა მოხდა იქ სინამდვილეში. სამწუხაროდ დეტალები არ ვიცი, მაგრამ თემა ძალიან ფაქიზია და დიდი სიფრთხილე სჭირდება. ჯერ ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გარკვეულიყო. თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეიძლებოდა აღმოფხვრა, მაგრამ პატივისცემის გრძნობა არ უნდა იყოს დაკარგული, სხვის სარწმუნოებას უშვერად და უდიერად არ უნდა მოექცე. ტოლერანტობა ყოველთვის იყო საქართველოში. დავით აღმაშენებელი პატივისცემას გამოხატავდა ყველა სარწმუნოების მიმართ და ეს პატივისცემა უნდა შენარჩუნებულ იქნას, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მაღალი კულტურა და ცივილიზებული ქვეყანა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია