მარგველაშვილის ქალიშვილი მოსკოვიდან სასწავლებლად თბილისში ბრუნდება

მარგველაშვილის ქალიშვილი მოსკოვიდან სასწავლებლად თბილისში ბრუნდება

პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი ანა მოსკოვიდან სწავლის გასაგრძელებლად  თბილისში ბრუნდება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" ისაუბრა.

"ანა სწავლობდა რუსეთში ორი წლის განმავლობაში. სკოლა იქ დაამთავრა, შემდეგ იქ ჩააბარა ინსტიტუტში და ახლა გადმოიტანა საბუთები თბილისში. რეალურად ანა თხუთმეტ წლამდე ცხოვრობდა ჩემთან, თბილისში. სკოლის ბოლო წელი გაატარა მოსკოვში, შემდეგ ერთი წელი იყო უმაღლესში და ახლა ისევ ბრუნდება ჩემთან... მენეჯმენტი უნდა შეისწავლოს", - ამბობს მარგველაშვილი.

ქალიშვილის დედასთან გიორგი მარგველაშვილი განქორწინებულია.

"სწორედ ამ ქორწინების შედეგია ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება - ჩემი შვილი... ჩემს მეხსიერებაში რაც დარჩა, არის ანას სურათები, როცა იყო სამი წლის, ხუთი წლის... ჩემი შვილის ფოტოები, რომლის დანახვაც მხოლოდ და მხოლოდ სიხარულს მანიჭებს", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

როგორც მარგველაშვილი ამბობს, საყვარელი ქალი, მაკა ჩიჩუა, რომელთანაც დღეს ცხოვრობს, სწორედ ქალიშვილმა გააცნო.

"უცნაური ისტორიაა. ჩვენი შვილები წლების განმავლობაში იზრდებოდნენ ერთად. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. მაშო და ანა იზრდებოდნენ ჩვენთან სახლში და მაკასთან სახლში. ჩვენ ამ პერიოდში ერთმანეთს არ ვიცნობდით. მერე, რაღაც ეტაპზე გავიცანით ერთმანეთი. თუმცა მანამდე, წლების განმავლობაში, ხან ანა იყო მაშოსთან და ხან მაშო იყო ჩვენთან", - იხსენებს მარგველაშვილი.

იხილეთ ასევე: გიორგი მარგველაშვილი - "როცა საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ რა ლამაზია მაკა, ვფიქრობ, რომ ამით ურთიერთობას აუბრალოებენ"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია